ნიშნები, რომლებიც მიგვითითებს ნაწლავებში პარაზიტების არსებობაზე. როგორ გავანადგუროთ ისინი საშინაო საშუალებებით

1545

ნაწლავებში პარაზიტების დაბინადრება იწვევს უამრავ უსიამოვნო შეგრძნებას: ძალების დაკარგვა, კუჭის სპაზმები, დიარეა, ქავილის შეგრძნება და ა.შ.

თუ ორგანიზმში უცხო სხეულების მოხვედრისათვის დამახასიათებელი ნიშნები გაწუხებთ, მიიღეთ საჭირო ზომები დროულად. პარაზიტები და ჭიები გვპარავენ მკვებავ ნივთიერებებს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის განვითარებამდე.

პარაზიტებით დაინფიცირების მიზეზებია:

  • დასუსტებული იმუნური სისტემა;
  • არასწორი ჰიგიენა;
  • საჭმლის მომზადებისას გარკვეული წესების უგულებელჰყოფა;
  • ნედლი და დაინფიცირებული საკვები;
  • დაბინძურებული სასმელი წყალი.

სიმპტომები, რომლებიც ამ დროს იჩენს თავს:

  • ანემია;
  • სიფერმკრთალე;
  • თავის ტკივილი;
  • კუჭის სპაზმები;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • წონის აუსნელი კლება;
  • ძლიერი ხველა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • მადის დაქვეითება;
  • ღებინების შეგრძნება;
  • ანუსის მიდამოებში ქავილი;
  • მარტივად გაღიზიანება და ხასიათის მკვეთრი ცვლილებები.

როგორ მოვიქცეთ, რათა თავიდან ავირიდოთ პარაზიტებით დასნებოვნება?

1. დაიცავით ჰიგიენა

ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპირფარეშოდან გამოსვლისას, ქუჩიდან სახლში შესვლის დროს, ფულზე შეხებისას, საკვების მომზადებამდე ან სულაც ბავშვისათვის პამპერსის შეცვლის შემდეგ.

2. იკვებეთ სწორად

დაბალანსებული კვება სწორედ ის არის, რაც იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გჭირდებათ. მიირთვით დიდი რაოდენობით A და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, რათა თავიდან აირიდოთ ორგანიზმში უცხო სხეულების მოხვედრა და მათი ცხოველქმედება.

3. სუფთა სასმელი წყალი

თუ არ ხართ დარწმუნებული სასმელი წყალის სისუფთავეში, მაგალითად როდესაც მოგზაურობთ, აუცილებლად წამოადუღეთ ის დალევამდე.

4. კარგად გარეცხეთ პროდუქტები

განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმეთ იმ პროდუქტებს, რომელთაც ნედლი სახით მიირთმევთ (ხილი, ბოსტნეული, მწვანილები). სანამ ხორცს მიირთმევთ, განსაკუთრებით კი ღორისას, დარწმუნდით, რომ ის კარგად არის შემწვარი.

როგორ გავანადგუროთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები?

რეცეპტი №1 – კვლიავი

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩაის კოვზი კვლიავი
  • ნახევარი ჩ.ჭ. წყალი
  • 1/2 ჩ.კ. ნაღველა
  • 1/2 ჩ.კ. გვირილა

ინსტრუქცია:

  1. დადგით წყალი ცეცხლზე, ჩაყარეთ მასში ბალახები და დუღილის დაწყებიდან ხარშეთ 10 წუთით.
  2. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით.
  3. დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაილეთ დილით, უზმოზე.
  4. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.

რეცეპტი №2 – პიტნა

ინგრედიენტები:

  • 1 მუჭა ნედლი პიტნა
  • 1 ლიტრი წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/4 ჩ.ჭ. რძე

ინსტრუქცია:

  1. პირტნა მოხარშეთ წყალში და შემდეგ გადაწურეთ.
  2. მზა ნახარშს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და რძე, შემდეგ კარგად მოურიეთ.
  3. მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი დილას, უზმოზე.
  4. კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.

რეცეპტი №3 – გოგრის თესლი და წყალი

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი გარჩეული და დაფქული გოგრის თესლი
  • ½ ჩ.ჭ. (125 მლ) თბილი წყალი

ინსტრუქცია:

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და მიირთვით დილას, უზმოზე.

რეცეპტი №4 – გოგრის თესლი და რძე

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის ჭიქა რძე
  • გოგრის თესლი – 4 ცალი

ინსტრუქცია:

  1. დაფქვით გოგრის თესლი და დაუმატეთ თბილ რძეს.
  2. მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი №5 – ზეითუნის ზეთი და აბზინდა

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის ჭიქა (500 მლ) ზეითუნის ზეთი
  • 50 გრამი გამომშრალი აბზინდა

ინსტრუქცია:

  1. ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის მინის ჭურჭელში.
  2. დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.
  3. დაყოვნებული საშუალება მიირთვით დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.

იხელმძღვანელეთ ამ რჩევებითა და საშუალებებით, რათა მინიმალურ ვადაში გათავისუფლდეთ ისეთი უსიამოვნო პრობლემისაგან, როგორიც პარაზიტებით დასნებოვნებაა.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისრუვებთ ჯანმრთელობას!