ნივრისა და თაფლის კომბინაცია ხალხურ მედიცინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია ამ ორი პროდუქტის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ.
ნივრიანი თაფლი შეგვიძლია გამოვიყენოთ არ მხოლოდ დაავადებების სამკურნალოდ, არამედ მათი პროფილაქტიკისთვისაც, რადგან იმუნომასტიმულირებელი თვისებების ხარჯზე, ეს საშუალება ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.
ამ რეცეპტს, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ, აქტიურად იყენებდნენ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში. სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი კომპონენტი: ნატურალური ნიორი და თაფლი.
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
- აიღეთ 2 საშუალო ზომის თავი ნიორი და 450 გრამი თაფლი.
- ნიორი გაასუფთავეთ და გარეცხეთ.
- კარგად დანაყეთ ნივრის ყველა კბილი და დაუმატეთ მიღებულ ფაფას ჯერ მხოლოდ 2 სუფრის კოვზი თაფლი.
- განაგრძეთ ამ მასის სრისვა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაუმატეთ დარჩენილი თაფლი.
- მომზადებული ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ეს საშუალება დღეში ერთხელ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით, რათა გაიძლიეროთ იმუნიტეტი და საიმედოდ დაიცვათ თავი ვირუსული და გაციებითი დაავადებებისგან.
თუ უსიამოვნო სიმპტომები უკვე გაწუხებთ და გრიპის მსხვერპლად მაინც იქეცით, მიიღეთ ეს საშუალება კვლავ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით, თუმცა ამჯერად დღეში 5-ჯერ ან 6-ჯერ.
ნივრიან თაფლს პირადად არაერთი წელია ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ გსურთ, საიმედოდ დაიცვათ საკუთარი თავი და შვილები სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციებისგან, აუცილებლად მოამზადეთ და გამოიყენეთ ეს საშუალება.