ერთ კვირაში თქვენი ქუსლების კანი თავისუფალი იქნება კოჟრებისა და ბზარებისგან. 7 მარტივი საშინაო მეთოდი

11906

ქუსლების კანის გარქოვანება, დაბზარვა და კოჟრების გაჩენა – პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც დაუყონებლივ უნდა ვიზრუნოთ. გახსოვდეთ, რომ ბზარების გაჩენა სხეულის ამ მიდამოში მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. თუ მას დავაიგნორებთ, სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სისხლდენამ და გაუსაძლისმა ტკივილებმა.

ქუსლების კანის გაუხეშება იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან სხეულის ეს ნაწილი ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 7 ძალიან ეფექტურ საშინაო მეთოდს, რომელთა დახმარებით მინიმალურ ვადაში თქვენი კანი ისეთივე გლუვი, ნაზი და რბილი გახდება, როგორც თინეიჯერობის ასაკში. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებთ.

როგორ მოვიშოროთ კოჟრები და ბზარები მინიმალურ ვადაში

საშუალება №1 – ასპირინი

დაფქვით ასპირინის 6 აბი და დაუმატეთ ის 1 სუფრის კოვზი წყალისა და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენის ნაზავს.

მიღებული პასტისებრი მასა წაისვით ქუსლების კანზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ 30 წუთით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ფეხები თბილი წყალით და მოიშორეთ კანის მკვდარი უჯრედები პემზის გამოყენებით. ისარგებლეთ ამ საშუალებით კვირაში 2-ჯერ მაინც, რათა მინიმალურ დროში გათავისუფლდეთ ქუსლების კანზე გაჩენილი კოჟრებისა და ბზარებისგან.

საშუალება №2 – ვაშლის ძმარი

კარგად დაალბეთ ბამბა ვაშლის ძმარში, დაიმუშავეთ მისი გამოყენებით ქუსლები, ამოიცვით თბილი წინდები და დაწექით. დაიტოვეთ ვაშლის ძმარი სამოქმედოდ მთელი ღამით, მეორე დილას კი კარგად დაიბანეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

საშუალება №3 – გვირილის ჩაი

გარქოვანებულ კანს ეფექტურად არბილებს და აგლუვებს შემდეგი აბაზანა: აავსეთ ტაშტი ცხელი წყალით და დაუმატეთ მას 4 სუფრის კოვზი გვირილის ჩაი. მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში 30 წუთით და შემდეგ დაიმუშავეთ კანი პემზის გამოყენებით, რათა ბოლომდე მოიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები. საოცარ ეფექტს პირველივე პროცედურის შემდეგ იხილავთ.

საშუალება №4 – საჭმელი სოდა

აავსეთ ტაშტი ცხელი წყალით, დამატეთ 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა დ მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10-15 წუთით. სოდა ეფექტურად ატენიანებს კანს, არბილებს მას და გვაშორებს მკვდარ უჯრედებს. პროცედურის შემდეგ კარგად დაიმუშავეთ ქუსლები პემზის ქვით.

საშუალება №5 – დამატენიანებელი კრემი და ვაზელინი

პირველ რიგში, მოათავსეთ ფეხები 10-15 წუთით თბილ წყალში, რათა კანი კარგად დარბილდეს (არ გამოიყენოთ საპონი). კანის დარბილების შემდეგ გაიხეხეთ ქუსლები პემზით, შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. კრემის წასმიდან დაახლოებით 10 წუთში კოჟრები კარგად დაიმუშავეთ ვაზელინით, ამოიცვით წინდები და დაწექით. დაიტოვეთ მთელი ღამით, მეორე დილას კი ჩამოიბანეთ თბილი წყალით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღბამდე.

საშუალება №6 – თაფლი, ლიმონი და შაქარი

სამივე ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით და კარგად შეურიეთ ერთმანეთში. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით ქუსლების გარქოვანებულ კანზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით თბილი წინდები. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გადაივლეთ ფეხებზე თბილი წყალი. სასიამოვნო ცვლილებები უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თვალსაჩინო იქნება.

საშუალება №7 – ზეითუნის ზეთი ან ვაზელინი

მოათავსეთ ფეხები თბილ წყალში 20 წუთით და შემდეგ კარგად გაიხეხეთ ქუსლები პემზით, რათა მოიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები. პროცედურის ბოლოს დაიმუშავეთ სხეულის ეს მონაკვეთი ზეითუნის ზეთის ან ვაზელინის გამოყენებით, ამოიცვით წინდები და დაწექით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

როგორც უკვე გითხარით, ყველა ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა! შეაჩერეთ არჩევანი თქვენთვის სასურველ მეთოდზე და დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდანვე.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!