რა იწვევს წყლის შეკავებას? როდესაც ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პროცესები ირღვევა, იწყება სხეულში ზედმეტი სითხის დაგროვება, რის შედეგადაც ხელებისა და ფეხების შეშუპება ხშირად იჩენს თავს. ჩვენი სხეულის 70 პროცენტზე მეტი სწორედ წყლისგან შედგება და ზედმეტ სითხეს ორგანიზმი შარდის მეშვეობით იშორებს. ეს პროცესი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა მიზეზების გამო, რის შედეგადაც სხეულის ქსოვილებში და სისტემებში გროვდება ზედმეტი სითხე.
შეშუპება – ეს არა დაავადება, არამედ სიმპტომია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი ცდილობს ჩვენს გაფრთხილებას, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. სისხლის ცუდი მიმოქცევა, ჰიპერტენზია, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ალერგიები და მენსტრუაცია – წყლის შეკავების პტონეციური მიზეზების მცირე ჩამონათვალი.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ნატურალური, ბუნებრივი საშუალებების შესახებ, რომელთა დახმარებით შეშუპების დამარცხება და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის მოშორებაა შესაძლებელი. თითოეული ამ მეთოდის ეფექტურობა დროით არის დამოწმებული და დადასტურებული.
ნატურალური საშუალებები ზედმეტი სითხის მოსაშორებლად
- ბაბუაწვერა – შარდმდენი თვისებების გამო, ბაბუაწვერა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნატურალურ საშუალებად ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. მოცემული პროდუქტი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც ბუნებრივი გზით ამცირებს სხეულში ნატრიუმის დონეს. ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი ბაბუაწვერა ჩაამატეთ ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, დააყოვნეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხე გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
- ოხრახუში – ისევე როგორც ბაბუაწვერა, ოხრახუში ძლიერი შარდმდენი ეფექტით გამორჩეული პროდუქტია. ოხრახუშის ჩაის მოსამზადებლად, 1 ჩაის კოვზი გამომშრალი ფოთლები ჩაამატეთ ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში და დააყოვნეთ 10 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხე მიირთვით მთელი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპებად.
- ჭინჭარი – ამ ნატურალურ საშუალებას ჯერ კიდევ ჩვენი შორეული წინაპრები იყენებდნენ საკმაოდ ხშირად სახსრების ტკივილის საკმურნალოდ და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. ჭინჭრის 3 ჩაის კოვზ გამომშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ მიირთვით. შეშუპების სწრაფად მოსაშორებლად, დღის განმავლობაში რეკომენდებულია 3 ან 4 ფინჯანი ჭინჭრის ჩაის მირთმევა.
- ფენჰელის (კამის) თესლი – კიდევ ერთი შარდმდენი ეფექტით გამორჩეული პროდუქტი, რომელიც სტიმულირებს ზედმეტი სითხისა და ნატრიუმის მოშორების პროცესს თირკმელების გავლით. ერთ ჩაის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით. დღეში 1 ფინჯანი სავსებით საკმარისი იქნება.
- ინგლისური მარილი – თუ თქვენს აბაზანაში ინგლისურ მარილს ჩაამატებთ, შეძლებთ შეძლებთ ზედმეტი სითხის გამოდევნის პროცესის დაჩქარებას. აავსეთ აბაზანა თქვენთვის კომფორტული ტემპერატურის წყლით, ჩაამატეთ 2 ჩაის ჭიქა ინგლისური მარილი და მოთავსდით მასში 30 წუთით, რათა გამოდევნოთ სხეულიდან ტოქსიკური ნარჩენები და ზედმეტი სითხე. თუ პროცედურას კვირაში მინიმუმ 3-ჯერ ჩაიტარებთ, სასიამოვნო შედეგები არ დააყოვნებს.
ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ ებრძოლოთ შეშუპებასა და წყლის შეკავებას მხოლოდ ნატურალური საშუალებების გამოყენებით. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზარეთ მათ ეს სტატია!