შეაჩერეთ თმის ცვენა 1 კვირაში. მიხაკის ზეთის გამოყენების შემდეგ თმა ისეთი ძლიერი გახდა, როგორც არასდროს

5979

შემოგთავაზებთ მიხაკის ბაზაზე მომზადებული თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო ზეთის რეცეპტს. მიხაკის ზეთი ასწრაფებს თმის ზრდას, აუმჯობესებს თმის მდგომარეობას და მატებს თმას მოცულობას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მიხაკი 10 მარცვალი
  • ზეითუნის ზეთი 50 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მიხაკი დაფქვით ყავის საფქვავში.
  2. ზეითუნის ზეთი გააცხელეთ (არ აადუღოთ) ორთქლის აბაზანაზე, რადგან ცხელი მასა მიხაკიდან უფრო მეტ ეთერზეთებს გამოათავისუფლებს.
  3. ცხელი ზეთი დაასხით მიხაკის ფხვნილს და აურიეთ. გააჩერეთ 12 საათი. მეორე დღეს გადაწურეთ და გადაიტნეთ პატარა ბოთლში.
  4. ზეთი დაიტანეთ თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი, დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 2 საათი. პროცედურის დასრულების შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

დარჩენილი ზეთი გამოსაყენებლად ვარგისია 7 დღე. აუცილებლად შედეთ მაცივარში.

მაქსიმალური და სწრაფი შედეგის მისაღებად ზეთი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.