როგორ გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რათა შავმა ტომრებმა, ფორების დაბინძურებამ და შეშუპებამ არ შეგვაწუხოს

6504

საჭმელი სოდა – უნივერსალური პროდუქტი, რომელიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. როგორც ყველამ კარგად ვიცით, ამ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის დახმარებით მრავალი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.

გარდა კბილების გათეთრებისა და გულძმარვის დამარცხებისა, საჭმელი სოდის გამოყენებით მარტივად გაუმკლავდებით ისეთ კოსმეტიკურ პრობლემებს, როგორიცაა: შავი ტომრები თვალებს ქვემოთ, გამონაყარი და კანის ზედმეტი ცხიმიანობა.

ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი ჩაახშობს ანთების პროცესს, გაანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და სოკოვან ინფექციებს, შეამცირებს კანის ცხიმიანობას, გაწმენს ფორებს და ა.შ.

ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და კარგად მოურიეთ. ჩაალბეთ ამ ხსნარში ბამბის დისკი და წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ კანი თვალების გარშემო. როდესაც ხსნარი შეგაშრებათ, დაიბანეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი კრემი. შავი ტომრების არსებობა და შეშუპება ძალიან მალე აღარ შეგაწუხებთ.

შეურიეთ ერთმანეთში იმ რაოდენობით წყალი და საჭმელი სოდა, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. წაისვით ის თხელ ფენად სახის კანზე, გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი. ასე თქვენ მარტივად შეძლებთ ფორების გაწმენდასა და შემცირებას, კანის ზედმეტი ცხიმიანობის შემცირებას და მავნე მიკრობების განადგურებას, რომლებიც აკნეს განვითარებას პროვოცირებს.

გამოიყენეთ რეგულარულად იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რათა თავიდან აირიდოთ კოსმეტიკური პრობლემები. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ საჭელი სოდის გამოყენების ამ ხერხების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!