ასე გავიწმინდე ღვიძლი, აღვიდგინე მხედველობა და მოვიშორე ცხიმები მუცლიდან უბრალო ჭარხლის დახმარებით

0
6347

ჭარხალი ძალიან სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ბოსტნეულია. მასში საკმაოდ მაღალია რკინის შემცველობა, რის გამოც ექიმები ხშირად უწევენ რეკომენდაციას ამ პროდუქტის რეგულარულად მირთმევას მენსტრუაციული ციკლის დროს და ანემიის შემთხვევაში.

ჭარხალს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში ჯანმრთელობის არაერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა რკინის მაღალი შემცველობისა, ეს ბოსტნეული მდიდარია იოდით, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ შენაერთებსაც, რომლებიც სტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ფოლიუმის მჟავითა და კალიუმით მდიდარი ეს ბოსტნეული იცავს ჩვენს გულს დაზიანებისგან, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს სხეულში და თავიდან გვარიდებს ავთვისებიანი წამოანაზარდების განვითარებას.

საკმაოდ მაღალია ჭარხალში მაგნიუმის შემცველობაც, რომელიც აუცილებელია ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის. იოდის მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე, ეს ბოსტნეული აწესრიგებს ფარისფბრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზის პროცესს.

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა, მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმები და გავიწმინდოთ ღვიძლი

ინგრედიენტები:

  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 საშუალო ზომის ჭარხალი
  • ძმარი
  • ზეითუნის ზეთი
  • სუფრის მარილი

ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, გაასუფთავეთ ჭარხალი და მოხარშეთ წყალში მარილთან ერთად.
  2. მოხარშული ბოსტნეული დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  3. დაუმატეთ მას კარგად გარეცხილი და დაქუცმაცებული ხახვი.
  4. შეაზავეთ ორივე ბოსტნეული სასურველი რაოდენობით ძმრისა და ზეითუნის ზეთის გამოყენებით.
  5. დაუმატეთ მარილი თქვენი გემოვნების მიხედვით.

რეგულარულად მიირთვით ეს ჯანსაღი სალათი, რათა გაიწმიდნოთ ნაწლავები და ღვიძლი, აღიდგინოთ მხედველობა, დააჩქაროთ ცხიმების წვის პროცესი და მოამარაგოთ ორგანიზმი სასარგებლო მიკროელემენტებით. სასიამოვნო შედეგებს ამ ბოსტნეულის რეგულარული მირთმევიდან ხანმოკლე დროში იხილავთ.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here