წლების განმავლობაში სხვადასხვა მალამოებში საკმაოდ დიდ ხარჯს ვიღებდი, თანაც უშედეგოდ.

306

სახსრების ტკივილი და ვარიკოზული ვენები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მოცემული დაავადებების საწინააღმდეგოდ ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა  ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული მალამოები თუ სხვა სამკურნალო საშუალებები, ვიდრე ქიმიური პრეპარატები.

სახსრებისა ტკივილისა და ვარიკოზის საწინააღმდეგოდ უძველესი დროიდან აქტიურად გამოიყენებდნენ ოროვანდის, იგივე არქტიუმის, ფოთლების ბაზაზე მომზადებულ მალამოს.

ოროვანდი სამკურნალო მცენარეა. ის ნუტრიენტების ბუნებრივი წყაროა. სასარგებლოა მცენარის თითქმის ყველა კომპონენტი: ყვავილი, ღერო, ფესვი, ფოთოლი. თითოეული ნაწილი გამოიყენება კონკრეტული დაავადებებისთვის. მაგალითად, სახსრების დაავადებებისა და ოსტეოქონდროზის დროს გამოიყენება ოროვანდის ფოთლები. სამკურნალო მცენარე ხსნის ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, სახსრების მოძრაობას და ა. შ.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი:

  • ოროვანდი ფოთლები
  • ცხოველური ცხიმი ან ვაზელინი
  • ორივე კომპონენტს იღებთ თანაბარი რაოდენობით

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ოროვანდის ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ, გაატარეთ და გამოწურეთ წვენი. გატარებულ მასას დაამატეთ დათვის ქონი (ან თქვენთვის ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი ცხოველური ცხიმი)  და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მალამო გადაიტანეთ მინის თავდახურულ ქილაში. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 1 წელი.
  2. მალამოს გამოიყენებთ თუ არა, იგრძნობთ სახსრების ტკივილის დაამებას. შეიზილეთ ძილის წინ, შემოიხვიეთ პარკი და დაითბუნეთ შალით. დაიტოვეთ მთელი ღამე.
  3. მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარიკოზის დროს.  დაზიანებულ უბანზე წაისვით თხელ ფენად, შემოიხვიეთ პარკი და შეიხვიეთ ბინტით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!