ერთი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის განტვირთვაში და მის ბოლომდე გაწმენდაში

2985

როგორც მოგეხსენებათ, ღვიძლის სისუფთავეზე და კარგ მუშაობაზე ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული, რადგან ეს ორგანო ითავსებს არაერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას.

ტოქსინებისა და მავნე ნარჩენების მუდმივი ფილტრაციის შედეგად, ეს ორგანო ხშირად ბინძურდება და თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეფერხებები მის მუშაობაში. ღვიძლის ფუნქციონირების დაქცეითება იწვევს არა მხოლოდ ცუდ განწყობას, არამედ ჩვენი გარეგნობისა და ზოგადი ჯანმრთელობის ნგრევას.

გადამუშავებული საკვები პროდუქტები, ტკბილი სასმელები, ზედმეტად ცხიმიანი და შემწვარი კერძების ხშირად მირთმევა, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს მოხმარება – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელთაც დამანგრეველი გავლენა აქვს ამ ორგანოზე.

ღვიძლს სისუფთავე რომ შეუნარჩუნოთ და მისი მუშაობა ბოლომდე აღიდგინოთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ სხვადასხვა ზომები. ამ სასმელს, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი ორგანოს მუშაობაზე.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და აღვიდგინოთ მისი მუშაობა სახლის პირობებში?

ინგრედიენტები:

  • ერთი მუჭა პიტნა
  • 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 2 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 2 ლიტრი წყალი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. პიტნა გარეცხეთ, დაასხით წყალი დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. დუღილის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მოაშორეთ მასა ცეცხლს და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  3. როდესაც პიტნის ნახარში გაგრილდება, დაუმატეთ მას თაფლი, ორი ლიმონისა და ერთი ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი.
  4. კარგი იქნება, თუ სასმელში 0.5 ჩ.კ. ლიმონის გახეხილ ცედრასაც დაამატებთ.
  5. მომზადებული სასმელი შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით ის დღეში ერთი ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. ულუფა, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, გეყოფათ მთელი კურსისთვის.

ამ საშუალების ყოველდღიური მიღებიდან 3 დღის შემდეგ აიღეთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გაგმოადგებათ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!