2007 წლის 4 მაისს კოლბების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. პატარა ბიჭის დაბადების დღეზე სასიკვდილო ავარიამ სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ლორა თავის გოგოებთან, ემისა და კეტისთან და ბიჭთან, კაილისთან ერთად სეირნობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და კაილის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით წვეულების მოწყობას გეგმავდა.
როცა ლორი ტრასაზე გადავიდა, მათ საათში 112 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი უზარმაზარი ტრაილერი უკნიდან დაეჯახათ. სამწუხაროდ, გაირკვა რომ ყველა პატარა დაიღუპა, ლორი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კრის კოლბე, ოჯახის მამა ამ ამბავს ტკივილით იხსენებს. მას დღემდე ახსოვს ექიმის პირველი სიტყვები:”ვწუხვარ, მაგრამ კეტი გარდაიცვალა”. მაშინ არ იცოდა რომ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ნახევარი საათის შემდეგ ექიმმა ემის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა.
კაილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, მაგრამ სამწუხაროდ ტვინს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდა და იძულებული გახდნენ გაეთიშათ.
“კაილის აპარატიდან გათიშვას დავთანხმდით, უკანასკნელ გულის ფეთქვამდე მის გულზე ხელი მედო ” – იხსენებს კრისი.
რაც შეეხება ლორას, როცა გამოფხიზლდა მსუბუქი ამნეზია ჰქონდა. კრისი იძულებული იყო ცოლისთვის ბავშვების გარდაცვალება შეეტყობინებინა.
მშობლები გულმოკლული იყვნენ, ახლა მათ პატარები უნდა დაეკრძალათ. არ იცოდნენ, თუ როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება.
“არ ვიცოდით როგორ გვეცხოვრა. ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც თავს გადაგვხდა” – ამბობს კოლბე.
ცოლ-ქმარს ღრმა დეპრესია დაეწყოთ. თუმცა წარმოდგენაც არ შეეძლოთ რომ ამ საბედისწერო შემთხვევიდან ნახევარი წლის შემდეგ სასწაული მოხდებოდა.
ლორა დაფეხმძიმდა და სრულიად მოულოდნელად სამ ბავშვზე იყო ორსულად: ბიჭზე და ორ გოგონაზე!
მაშინ კოლბეს ოჯახმა გადაწყვიტა რომ ეს ზემოდან ნიშანი იყო! ბავშვებს დაარქვეს ეშლი, ელი და ჯეიკი. როგორც კრისი და ლორი ამბობენ “ბავშვებმა იციან რომ მათ ჰყავთ კიდევ ორი და და ძმა, მაგრამ ზეცაში”.
რა თქმა უნდა, ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს კაილის, ემის და კეტის, მაგრამ სამეულის დაბადება ოჯახს ტკივილის შემსუბუქებაში და ცხოვრების სიყვარულით და ბედნიერებით გაგრძელებაში დაეხმარა.
სხვათა შორის, ტრაილერის მძღოლი, რომელიც მანქანას დაეჯახა გადაჭარბებული სიჩქარის გამო არასდროს იყო დაჯარიმებული, მაგრამ დაადანაშაულეს და არა წინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.
კრისი თვლის, რომ ეს ისტორია უნდა გამოქვეყნდეს. ის იმედოვნებს, რომ ეს ისტორია დაეხმარება სხვებს რომ ყველაზე რთულ დროსაც კი იმედი არ დაკარგონ.