გთავაზობთ ძალიან გემრიელი, არომატული, ნაზი, ორიგინალური და გამორჩეულად ლამაზი რულეტის რეცეპტს. მზადდება სწრაფად და მარტივად. სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ საყვარელი ადამიანების უგემრიელესი დესერტით გამასპინძლებას.
ცომის მოსამზდებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1 ს. კ.
- მარილი მწიკვი
- ფქვილი 180 გრ
- რძე 400 მლ
- კარაქი 30 გრ
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
- კრემყველი 400 გრ
- შაქრის ფხვნილი 4 ს. კ
- ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის 200 მლ
- კენკრა (ნებისმიერი თქვენთვის სასურველი)100-200 გრ
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, ამზადებთ ცომს.
2. კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ. შემდეგ რიგრიგობით შეათქვიფეთ რძე, გამდნარი კარაქი. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეურიეთ გაცრილი ფქვილი. მიიღებთ თხელ ცომს.
3. თასს გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ 10 წუთი.
4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
5. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად შედეთ კარგად გაცხელებულ ღუმელში. აცხობთ 25-30 წუთი.
კრემის მომზადება:
1. მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ კრემყველი, შაქრის ფხვნილი და ნაღები. მზა კრემი თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ ფირფიტაზე, ზემოდან მოაყარეთ მოცვი და შემდეგ გადაახვიეთ რულეტივით.
2. უგემრიელესი დესერტი მზად არის დასაგემოვნებლად.
სუფრაზე მიტანამდე მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. რულეტი გამოდის ისეთი ნაზი, რომ პირში დნება.