ერთი ხსნარი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ. საშუალება, რომელიც 10 წელზეა მეტია, ჩემს საოჯახო აფთიაქშია

33583

ამ მარტივი რეცეპტის გაზიარებისათვის დღემდე ჩემი მეგობრის დედის მადლიერი ვარ. ხსნარი, რომლის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, ჩემი საოჯახო აფთიაქის განუყოფელი ნაწილია, თანაც უკვე 10 წელზე მეტია.

რეცეპტი:

ერთ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სუფრის მარილი და კარგად მოურიეთ. ცალკე ჭურჭელში გახსენით ერთმანეთში 100 გრამი ნიშადურის სპირტი (10%-იანი) და 10 გრამი ქაფურის სპირტი.

შუერიეთ მომზადებული ხსნარები ერთმანეთში (გამოიყენეთ მინის ქილა). თქვენ შენიშნავთ სითხის თავზე თეთრი ფანტელების გაჩენას. ქილა უნდა ანჯღრიოთ იქამდე, სანამ ეს ფანტელები ბოლომდე არ გაქრება. სამკურნალო ხსნარი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ მზად არის!

რას კურნავს ეს ხსნარი? დავიწყოთ თავის ტკივილით. თუ ეს უსიამოვნო პრობლემა გაწუხებთ, ოდნავ შეათბეთ მცირეოდენი ხსნარი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ მთელი შუბლი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საფეთქლებს. პროცედურის შემდეგ შეიხვიეთ თავი შალის თბილი ქსოვილით და ტკივილის მალე გაივლის.

გარდა თავის ტკივილისა, მოცემული ხსნარი ძალიან სასარგებლოა სახსრების ტკივილის დროს, საკვებით მოწამვლისას, კუჭის გაღიზიანების შემთხვევაში, წყლულოვანი დაავადებებისას და ა.შ.

ყველა ჩამოთვლილი პრობლემის სამკურნალოდ მიიღეთ ხსნარი ყოველდღიურად 1 ჩაის კოვზის ოდენობით 150 გრამ ცივ ანადუღარ წყალთან ერთად. 15 წლამდე პაციენტებისათვის, ხსნარს ვიღებთ იმდენი წვეთის ოდენობით, რამდენი წლისაცაა ბავში.

ძალია ეფექტურია მოცემული საშუალება ყურისა და კბილის ტკივილის დროს. თუ ყური აგტკივდათ, ბამბის პატარა ნაჭერი ჩაალბეთ ხსნარში, მსუბუქად გაწურეთ და მოითავსეთ ყურში რამდენიმე წუთით.

კბილის ტკივილის შემთხვევაში, ბამბის დისკს კარგად ვალბობთ ხსნარში, ვიფენთ მტკივან კბილზე და ვიჩერებთ დაახლოებით 10 წუთით.

სწორედ სტატიაში წარმოდგენილი ამ მიზეზების გამო, ხსნარი, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ყოველთვის თან მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!