რატომ გვაწუხებს მუცლის შებერილობა და როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას რამდენიმე წუთში

23332

ცხოვრებაში ერთხელ მაინც აბსოლუტურად ყველა ადამიანი დავმდგარვართ ისეთი უსიამოვნო მოვლენის წინაშე, როგორიც მუცლის შებერილობაა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა გვიქმნის უდიდეს დისკომფორტს და რაც შეიძლება სწრაფად გვსურს მისგან გათავისუფლება.

რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ ვებრძოლოთ მას? დისკომფორტის შეგრძნება სწრაფადვე რომ დაამარცხოთ და მუცლის შებერილობა თავიდან რომ აირიდოთ, აუცილებლად გაეცანით ჩვენს დღევანდელ სტატიას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

რა იწვევს პრობლემას? 

  • ზედმეტად სწრაფად ჭამა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, წყლის ან სხვადასხვა წვენების მირთმევა საწრუპის მეშვეობით – ეს ის ჩვევებია, რომელთა შედეგად ჩვენს ორგანიზმში გროვდება ჭარბი რაოდენობით ჰაერი, რაც იწვევს მუცლის შებერილობას და გაზების ფორმირებას.
  • სხვადასხვა პროდუქტების აუტანლობა. მაგალითად, თუ თქვენ გლუტენის აუტანლობა გაწუხებთ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ რძის ნაწარმს, რათა თავიდან აირიდოთ მუცლის შებერილობა და გაზების ფორმირება.
  • ყაბზობა, რომელიც განპირობებულია საკვები უჯრედისის დეფიციტით.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: გაღიზიანებული ნაწლავი, წყლულოვანი კოლიტი, ბაქტერიული ინფექციები და ა.შ.
  • ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც მენსტრუაციულ ციკლს უკავშირდება.
  • პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს.

როგორ ავირიდოთ პრობლემა თავიდან? 

  • ჭამეთ რაც შეიძლება ნელა და საკვები ღეჭეთ დიდხანს, რათა თავიდან აირიდოთ სხეულში ჰაერის დაგროვება, რომელიც, თავის მხრივ, მუცლის შებერვას განაპირობებს.
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ გაზირებული სასმელების მიღება.
  • საერთოდ განაცხადეთ უარი იმ პროდუქტებზე, რომლებიც ხელოვნურ დამატკობლებს შეიცავს.
  • გაამდიდრეთ კვების რაციონი უჯრედისის შემცველი პროდუქტებით და დღის განმავლობაში მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
  • მოერიდეთ იმ პროდუქტებს, რომელთა მირთმევის შემდეგ გაზების მოჭარბებას გრძნობთ.
  • დაკავდით სპორტით და შეასრულეთ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები, რათა თავიდან აირიდოთ მუცლის შებერილობა.

რომელი პროდუქტები გვეხმარება მუცლის შებერილობის დამარცხებაში? 

  • ჯანჯაფილი;
  • გვირილის და პიტნის ჩაი;
  • კვლიავი;
  • კამა;
  • დარიჩინი;
  • მუსკატის კაკალი;
  • ნიორი.

სასმელი, რომელიც სწრაფად გაუმკლავდება პრობლემას

ინგრედიენტები: 

  • 60 მლ გამოხდილი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მოცვის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • ბაბუაწვერას ფესვების ჩაი – ერთი ბალიში (შეძენას შეძლებთ აფთიაქებში)

ინსტრუქცია: 

  1. მდუღარე წყალში მოათავსეთ ბაბუაწვერას ფესვების ჩაის ბალიში და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.
  2. როდესაც სასმელი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ მას ლიმონისა და მოცვის წვენი, შემდეგ კარგად გადაურიეთ.
  3. მიირთვით ის თბილ მდგომარეობაში, რათა სწრაფადვე დაამარვხოთ მუცლის შებერილობა.

რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს მუცლის შებერილობა სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? 

  • თუ გაწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი;
  • ყოველგვარი მიზეზის გარეშე იკლებთ წონას;
  • პარალელურად განიცდით ტკივილს მკერდის არეში;
  • გაწუხებთ ღებინების შეგრძნება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!