ავოკადო – უგემრიელესი ნაყოფი, რომელიც წარმოადგენს ცილების, ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. ის ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ალტერნატიულ მედიცინაშიც კი, რაც მისი უნიკალური შემადგენობითა და თვისებებით არის განპირობებული.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ავოკადო ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ტროპიკულ ხილში მაღალია უჯრედისის, E ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, რკინის, კალიუმის, ფოსფორის, მანგანუმის, გოგირდისა და ნატრიუმის შემცველობაც.
როგორ გამოვიყენოთ ავოკადო სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის?
1. დიარეა
დიარეის დასამარცხებლად დაგჭირდებათ ავოკადოს კურკა, რომელიც კარგად უნდა გარეცხოთ და შემდეგ გამოაშროთ ღუმელში. გამომშრალი კურკისგან მოამზადეთ ფხვნილი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. თუ დიარეა შეგაწუხებთ, ჩაამატეთ მომზადებული ფხვნილი 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში, კარგად მოურიეთ და მიირთვით.
2. წყლულები პირის ღრუში
კარგად გარეცხეთ ავოკადოს ფოთოლი და ჩაღეჭეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად დიდხნას ღეჭოთ და არ გადაყლაპოთ ის. სითხე, რომელიც ღეჭვის დროს ფოთლიდან გამოიყოფა, კურნავს პირის ღრუს წყლულებს.
3. სტრიები
ნახევარი ავოკადოს რბილობი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი შეურიეთ ერთმანეთში. უნდა მოამზადოთ ერთგვაროვანი მასა, რისთვისაც ბლენდერი დაგჭირდებათ. მზა საშუალება წაისვით სქელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30-40 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში სტრიები საგრძნობლად შემცირდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ გაქრება.
4. თმის ცვენა
აიღეთ რაც შეიძლება კარგად დამწიფებული ნაყოფი და მის რბილობში შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ან ნუშის ზეთი. მზა მასა კარგად წაისვით თავის კანზე და თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ სამოქმედოდ მინიმუმ 1 საათით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
5. ქოლესტერინის მაღალი დონე
საკმარისია, ყოველდღიურად უბრალოდ მიირთვათ ნახევარი ავოკადო, რათა დაირეგულიროთ ქოლესტერინის დონე სისხლში. ის ამარაგებს ორგანიზმს ისეთი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, რომლემბიც აუცილებელია ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობისთვის.
6. ფსორიაზი
ფსორიაზის დროს მდგომარეობა საგრძნობლად შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ, თუ კანის შესაბამის მიდამოებს რეგულარულად მომწიფებული ნაყოფის რბილობით დაიმუშავებთ. ის სამოქმედოდ უნდა დაიტოვოთ დაახლოებით 30 წუთით, ჩამოიბანოთ თბილი წყლით და პროცედურის ბოლოს კარგად შეიმშრალოთ კანი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა რაც შეიძლება ხშირად და ძალიან მალე თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
7. ნაოჭები
მომწიფებული ავოკადოს რბილობით კარგად დაიმუშავეთ სახის კანი, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ავოკადო არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს.
8. პარაზიტები ნაწლავებში
მოამზადეთ სასმელი 2 სუფრის კოვზი ავოკადოს კურკის ფხვნილისა და ერთი ჩაის ჭიქა თბილი წყლისგან. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილას, უზმოზე, რათა გაანადგუროთ ორგანიზმში ბინადარი პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები.
9. ქერტლი
ავოკადოს კურკის ფხვნილს დაუმატეთ იმ რაოდენობით აბუსალათინის ზეთი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. კარგად შეიზილეთ ის თავის კანში, შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ სამოქმედოდ 1 საათით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
ახლა თქვენ უკვე იცით, რომ ავოკადო არა მხოლოდ გემრიელი და არომატული, არამედ ძალიან სასარგებლო ნაყოფია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!