თუ სტუმრები ეს-ესაა გეწვევიან, გაუმასპინძლდით მათ ბანანისა და ხაჭოს ნამცხვრით. გემრიელი და არომატული დესერტი 20 წუთში

1340

თუ ფიქრობთ, რა დესერტით გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს, რომლებიც ეს-ესაა გეწვევიან, თანაც ისე, რომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინოთ, გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი. ხაჭოს, ბანანისა და მაწვნისგან მომზადებული ეს ნამცხვარი გამოდის იმდენად გემრიელი, რომ ყველა სტუმარი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება.

შაქრის გარეშე, რომელსაც ჩვენს რეცეპტში ვერ შეხვდებით, ბანანის ნამცხვარი ზომიერად ტკბილი გამოდის. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მისი უფრო მეტად დატკბობაც, თუმცა არა რაფინირებული შაქრით, არამედ მისი რომელიმე გაცილებით ჯანსაღი ალტერნატივით: თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, შავი შოკოლადი, კენკრის სოუსი და ა.შ. ყველაფერი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული!

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი ბანანი
  • 200 გრამი ხაჭო
  • 30-50 გრამი თაფლი
  • 1 ცალი ლაიმი
  • 100 გრამი მაწონი
  • 1 ცალი კვერცხი

მომზადება: 

1. ხუთივე ბანანი გაასუფთავეთ კანისგან და გაჭერით შუაზე (სიგრძეზე). მოათავსეთ გამზადებული ბანანები საცხობ ფორმაზე და დააწურეთ ერთი ლიმონი ან ლაიმი.

2. ბლენდერის გამოყენებით კარგად შეურიეთ ერთმანეთში კვერცხი, მაწონი, ხაჭო და თაფლი.

3. მიღებული მასა დაასხით ზემოდან ბანანის ნაჭრებს.

4. წინასწარ 180 გრადსუამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ დესერტი გამოსაცხობად 20-30 წუთით.

5. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ბანანის ნამცხვარი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად, თანაც გამოდის საოცრად გემრიელი და არომატული. პირობას გაძლევთ, ოჯახის ყველა წევრი და ყველა სტუმარი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება!

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მებობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!