3 ნატურალური სასმელი ღვიძლის ბოლომდე გასაწმენდად და მუცლიდან ცხიმების მოსაშორებლად

8168

ეს ნატურალური სასმელები, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, ეფექტურად წმენდს ჩვენს ღვიძლს და აუმჯობესებს მის მუშაობას.

როგორც მოგეხსენებათ, ღვიძლი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ტოქსინების გაფილტვრაზე. როდესაც მისი მუშაობა ირღვევა, ჩვენს სხეულში იწყება მავნე ნარჩენების დაგროვების პროცესი, რამაც შეიძლება შეგვიქმნას არაერთი სერიოზული პრობლემა.

თუ ღვიძლის გაცხიმოვნების, ჰეპატიტისა და ციროზის თავიდან არიდება გსურთ, აუცილებად უნდა იზრუნოთ ამ ორგანოს რეგულარულად გაწმენდაზე, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ იკვებებით არასწორად ან ხართ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოყვარული.

იცოდით, რომ ღვიძლს გააჩნია აღდგენის უნარი? მთავარია, ხელი შევუწყოთ მას, რათა მაქსიმალურად გავამარტივოთ ეს პროცესი.

3 საუკეთესო სასმელი ღვიძლის ბოლომდე გასაწმენდად

1. გვირილის ჩაი

ოამზადეთ ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი ყოველ საღამოს და მიირთვით დაძინებამდე 30 წუთით ადრე. გარდა ღვიძლის გაწმენდისა და მისი მუშაობის გაუმჯობესებისა, მოცემული სასმელი შეგიწყობთ ხელს ხარისხიანად გამოძინებაში, გაგიწმენდთ ნაწლავებს და დაგირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

2. ჯანჯაფილი და ლიმონი

აადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და თხელ რგოლებად დაჭრილი ნახევარი ლიმონი. დააყოვნეთ სასმელი 5 წუთით და მიირთვით ის თბილ მდგომარეობაში. ღვიძლი ბოლომდე რომ გაიწმინდოთ და საგრძნობლად შეიმციროთ ცხიმოვანი ფენები პრობლემურ ზონებში, მიირთვით ეს სასმელი ყოველ საღამოს 2 კვირის განმავლობაში.

3. ქიშმიში

დაგჭირდებათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და 150 გრამი ქიშმიში. წყალი მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ მოცემული რაოდენობით მუქი ფერის ქიშმიში და ხარშეთ ის 20 წუთის განმავლობაში. ნახარში დააყოვნეთ მთელი ღამით, მეორე დილას გადაწურეთ და მიირთვით უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.

სტატიაში წარმოდგენილი სამივე საშუალება არაჩვეულებრივად წმენდს ღვიძლს და აქვს ძალიან დადებითი გავლენა მთელ ორგანიზმზე, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!