როგორ მოვამზადოთ ტორტი ,,რაფაელო”, რომელიც გამოდის ღრუბელივით ნაზი, ჰაეროვანი და ფუმფულა

17035

შემოგთავაზებთ თეთრი, ფუმფულა, უნაზესი და უგემრიელესი ნამცხვრის, ,,რაფაელოს“, რეცეპტს. დესერტს განუმეორებელს ხდის საოცრად არომატული და დახვეწილი კრემი.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ხაჭო 200 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეათქვიფეთ ხაჭო. თანდათან შეურიეთ  მარილი, სოდა და ფქვილი. ურევთ ხის კოვზით.   მომზადებული ცომი გაყავით 7-8 თანაბარ ნაწილად. თითოეულ გუნდას შემოახვიეთ ცელოფანი და ერთი საათით შედეთ მაცივარში.

ამზადებთ კრემს:

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ფანტელი 70 გრ
  • შესქელებული რძე 400 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • თეთრი შოკოლადი 200 გრ
  • ვანილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
  2. გადმოდგით ცეცხლიდან და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე და ქოქოსის ფანტელი.

შემოგთავაზებთ კიდევ ერთი კრემის რეცეპტს და არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთეთ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • სახამებელი 1 ს. კ.
  • რძე 500 მლ
  • კარაქი 200 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, შეურიეთ ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით ცხელი რძე და აურიეთ. ქვაბი  დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ და ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ შეურიეთ კარაქი და გააგრილეთ.
  2. გაგრილებული კრემი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე და დაამატეთ მწიკვი ვანილი.
  3. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თქვენთვის სასურველი ფორმის თხელ ფენებად და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 7-10 წუთი.
  4. ფირფიტებს წაუსვით კრემი. ტორტი დაფარეთ კრემით და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი ან დაჭრილი ნუში, ან ნუშის ფანტელი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!