თუ ჭარბი წონა არ გაწუხებთ, მაგრამ მუცელი გაბერილი გაქვთ, მიზეზი აქ არის. როგორ ვებრძოლოთ პრობლემას სწორად

0
1162

ვერც კი წარმოიდგენთ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს ორგანიზმში იმალებოდეს ”Helicobacter pylori” – სპირალის ფორმის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც აინფიცირებს კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს.

ეს განსაკუთრებული ბაქტერია, რომლისთვისაც სიმპტომები საერთოდ არ არის დამახასიათებელი, ორგანიზმში შეიძლება დაუბანელი ხელებისა და საკვების წყალობით მოხდეს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, ამ ბაქტერიას მივყავართ წყლულების ან საერთოდ კუჭის სიმსივნის გაჩენამდე.

მუცლის შებერილობა: მიზეზები და მკურნალობა 

როგორ შევიტყოთ, თუ ჩვენს ორგანიზმში ეს საშინელი ბაქტერია ბინადრობს? მუცლის შებერილობა, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი და დისკომფორტის განცდა მუცლის არეში – ნიშნები, რომლებიც დიდი ალბათობით სწორედ ამ პრობლემაზე მიგვითითებს.

ამ ბაქტერიას არა მხოლოდ მწყობრიდან გამოყავს საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობა, არამედ გვიფუჭებს განწყობას. პიროლი ამცირებს სეროტონინის დონეს ტვინში, რის გამოც ადამიანი უფრო დეპრესიული და მშფოთვარე ხდება.

საბედნიეროდ, ის დაავადებები და პრობლემები, რომლებიც თან ახლავს პიროლს, არც თუ ისე ძნელი განსაკურნებელია. მკურნალობა ხშირ შემთხვევაში მოიცავს ანტიბიოტიკებისა და სპეციალური წამლების კომბინაციას, რომლებსაც კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად გამოიყენებენ.

სწორი კვების, საკმარისი რაოდენობით ვიტამინ A, C, E_სა და თუთიის მიღები თქვენ შეძლებთ კუჭის დაცვას ზედმეტი დატვირთვისგან.

ასევე მიზანშეწონილია ისეთი პრობიოტიკების მიღება, როგორიც ლაქტობაცილი და ბიფიდობაქტერიაა. არ დაივიწყოთ ჰიგიენის შესახებ: დაიბანეთ ხელები ყოველი ჭამის წინ.

სასმელი მუცლის შებერილობის წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი;
  • 1 კიტრი;
  • 1 ს.კ ალოეს წვენი;
  • 1 კონა ქინძი ან ოხრახუში;
  • 0,5 ჭიქა წყალი.

ამ სასმლის მომზადება ძალზედ მარტივია: დააბლენდერეთ თითოეული ინგრედიენტი ერთად.

ეს ჯადოსნური ელექსირი უნდა მიირთვათ უზმოზე, 1 ჭიქა დღეში. მეტი სამკურნალო ეფექტისთვის შეგიძლიათ მიირთვათ კიდევ ერთი ჭიქა საკვების მიღებებს შორის.

ამ სასმელს ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ყველა ინგრედიენტი, რომელიც ამ სასმლის დასამზადებლადაა გაერთიანებული, სტიმულირებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმს ძილის დროსაც კი.

თუ თქვენ ამ ინფრომაციას სასარგებლოდ მიიჩნევთ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here