ხახვს მდუღარე წყალს ვასხამ და ნახარშს ვსვამ. უკვე 1 წელია სისხლში შაქრის დონე ნორმაშია

81788

სისხლში გლუკოზის დონის მატება დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აწუხებს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. პრობლემას დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება და აუცილებლად მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მან გაცილებით მწვავე ფორმა არ მიიღოს.

სისხლში შაქრის დონის მატების შედეგად, მთელი ჩვენი ორგანიზმი იწამლება, ზიანდება გულის კუნთის ქსოვილები, სისხლძარღვები, თვალები, თირკმელები და ნერვული სისტემაც კი. როდესაც დაავადება ქრონიკულ ფორმას იძენს, რა თქმა უნდა, რაციონში მხოლოდ ცვლილებების შეტანით ვერაფერს გავხდებით.

სწორედ ამიტომ, თუ ანალიზებმა ნორმიდან მცირეოდენი გადახვევა მაინც აჩვენა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, თუ როგორ დავირეგულიროთ შაქრის დონე სისხლში და როგორ გავაკონტროლოთ ის, რათა თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები. ასეთ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ ხალხური რეცეპტები, რომელთა ეფექტურობა დროით არის დამტკიცებული.

მოხარშული ხახვი

ყველას არაერთხელ გვსმენია ამ ბსოტნეულის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა სამკურნალო მიზნებისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად, გამოდგება არა მხოლოდ ნედლი ნაყოფი, არამედ მისი ნახარშიც.

ინგრედიენტები: 

  • 3 კგ ხახვი
  • 250 მლ მდუღარე წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესი: 

  1. 3 კილოგრამი ხახვი გაყავით 10 თანაბარ ნაწილად (300-300 გრამი). ყოველ ახალ დღეს დაგჭირდებათ ერთი ნაწილი.
  2. გაასუფთავეთ კანისგან და კარგად დააუქცმაცეთ ხახვის 1 ნაწილი.
  3. დაქუცმაცებული ბოსტნეული გადაიტანეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით 250 მლ წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე.
  4. ხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
  5. გადმოდგით ნახარში ცეცხლიდან და მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად.
  6. უშუალოდ ნაყოფი შეგიძლიათ გადააგდოთ, სამკურნალოდ ჩვენ მხოლოდ ნახარში დაგვჭირდება.
  7. მიღებული სითხე გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  8. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე. ნახარში აუცილებლად უნდა იყოს ახლადმომზადებული.
  9. როდესაც 1 კურსს ჩაიტარებთ, აუცილებელია მის გამეორებამდე მინიმუმ რამდენიმე თვიანი შესვენების გაკეთება.

როგორც უკვე გითხარით, ხახვის ნახარშის ძალზედ ეფექტური საშუალებაა სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად, რაც საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. 10 დღიანი კურსის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ.

გარდა ხახვის ნახარშისა, არსებობს კიდევ რამდენიმე ძალზედ ეფექტური ხალხური რეცეპტი. დღეს მინდა მათ შესახებაც ვისაუბროთ.

მოხარშული კვერცხი და ძმარი

ძვირადღირებული მედიკამენტების მიღების გარეშე, თქვენ მარტივად შეძლებთ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას და განწყობის გაუმჯობესებას ამ რეცეპტით. კურსის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც 10 დღეა.

თქვენ დაჭირდებათ: 

  • კვერცხი
  • ძმარი
  • წყალი

ინსტრუქცია: 

  1. კარგად მოხარშეთ კვერცხი (უმჯობესია ღამით), გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან და კბილის ჩხირის გამოყეენბით გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი.
  2. მოათავსეთ მოხარშული კვერცხი ღრმა წურჭელში და დაასხით მას იმ რაოდენობით ძმარი, რომ ბოლომდე დაიფაროს. დატოვეთ მთელი ღამით.
  3. დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვით კვერცხი და დააყოლეთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.
  4. 10 დღიანი კურსის შემდეგ აუცილებელია რამდენიმე თვიანი შესვენების გაკეთება.

კამიანი წყალი

ამ უბრალო სასმელის დახმარებით თქვენ არა მხოლოდ შეიმცირებთ შაქრის დონეს სისხლში, არამედ მოიშორებთ ორიოდე ზედმეტ კილოგრამსაც. კამიანი წყალი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. კამის თესლი
  • 1 ლ მდუღარე წყალი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. დაასხით კამის თესლს მდუღარე წყალი და დააყოვნეთ თერმოსში 1 საათით. თუ თერმოსი არ გაქვთ, გამოიყენეთ მინის ქილა, რომელსაც უნდა შემოახვიოთ ფოლგა და შემდეგ ჩადოთ პოლიეთილენის პარკში, რათა სითბო კარგად დაიჭიროს.
  2. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ სასმელი. მიღებული სითხე მიირთვით დღეში 2 ჭიქის ოდენობით: 1-ლი ჭიქა დილას, მე-2 ჭიქა – საღამოს, დაძინების წინ.
  3. თუ მუცლის შებერილობა ან კოლიკი გაწუხებთ, მიიღეთ ეს სასმელი დღეში 3 ან 4 ჭიქის ოდენობით.

საზამთროს თესლის ნახარში

საზამთროს თესლს დადებითი გავლენა აქვს კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებზე. გარდა ამისა, ის ეფექტურად ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში, რაც ამ პროდუქტში შემავალი ხსნადი უჯრედისითა და საპონინებით არის განპირობებული.

ინგრედიენტები: 

  • 40 გრამი საზამთროს თესლი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 150 გრამი საზამთროს რბილობი (სურვილისამებრ)

მომზადებისა და გამოყენების წესი: 

  1. ჩაასხით ქვაბში 1 ლიტრი წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. როდესაც ის წამოდუღდება, ჩაყარეთ 40 გრამი საზამთროს დაფქული თესლი. დასაფქვავად შეგიძლიათ ბლენდერის, ხორცსაკეპის ან ყავის საფქვავის გამოყენება.
  3. ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
  4. 30 წუთის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მიეცით ნახარშს 1 საათი გასაგრილებლად.
  5. გადაწურეთ ის და მზა სითხე გაყავით 3 თანაბარ ულუფად.
  6. დღის განამვლობაში საზამთროს თესლის ნახარში უნდა მიირთვათ 3-ჯერ. პირველი მიღება აუცილებლად დილას, საუზმობამდე 30 წუთით ადრე.
  7. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც 10 დღეა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეცეპტები თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!