როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი და E ვიტამინი სწორად, რათა კანზე ერთი ნაოჭიც არ გვქონდეს

77757

გლიცერინი და E ვიტამინი – დიდებული კომბინაცია, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს კანზე. როგორ გამოვიყენოთ ეს კომპონენტები, რათა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, სილამაზე და სიმხნევე ღრმა სიბერემდე? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

ტოკოფეროლი, იგივე E ვიტამინი ყველა სხვა ვიტამინს შორის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა კანზე და გვიცავს ასაკობრივი ცვლილებებისგან. ეს ნივთიერება მოქმედებს შემდეგი პრინციპით: ტოკოფეროლი ანელებს დაჟანგვით პროცესებს უჯრედებში, არაჩვეულებრივად კვებავს მათ და იცავს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

E ვიტამინი წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის განუყოფელ ნაწილს, რადგან ის:

  • აჩქარებს დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის პროცესს;
  • ანელებს დაბერების პროცესს;
  • სტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას;
  • აღადგენს წყალ-ლიპიდურ ბალანსს;
  • ხსნის შეშუპებას;
  • ამარცხებს გამონაყარს;
  • გვაშორებს ნაწიბურებსა და ლაქებს.

გარდა გარეგანი გამოყენებისა, E ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ შინაგანად. ის იყიდება აფთიაქებში კაფსულების სახით. დღიური ნორმა – 15 მგ.

თუ კანის ბუნებრივი დაბერების პროცესის შენელება, ნაოჭებისგან გათავისუფლება, ლაქებისა და გამონაყარის მოშორება გსურთ, E ვიტამინისა და გლიცერინის ნარევი სახის კანში რეგულარულად უნდა შეიზილოთ. ორივე ნივთიერებას ვიღებთ თანაბარი პროპორციებით, კარგად ვურევთ ერთმანეთში, ვისვამთ სახის კანზე თხელ ფენად და ვიტოვებთ მთელი ღამით. კვირაში რამდენიმე ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ნაოჭები საგრძნობლად შემცირდეს, ლაქები და ნაწიბურები საერთოდ გაქრეს, კანის ტონი გათანაბრდეს და მან გაცილებით ჯანსაღი იერსახე შეიძინოს.

თხევადი გლიცერინი, რომლის შეძენასაც შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში ხელმისაწვდომ ფასად, უნარჩუნებს კანს საჭირო რაოდენობით ტენს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია სილამაზისა და კანის ახალგაზრდობის ღრმა სიბერემდე შესანარჩუნებლად.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორი კომპონენტის კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის ნაადრევი დაბერების თავიდან ასარიდებლად, ნაოჭების, ლაქებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად, კანის სათანადოდ დასატენიანებლად და ლამაზი გარეგნობის ღრმა სიბერემდე შესანარჩუნებლად.

როგორც უკვე გითხარით, კვირაში 2 ან 3 ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში იხილოთ. მოცემული საშუალება გამოდგება არა მხოლოდ სახის, არამედ ხელების კანის მოსავლელადაც.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!