თმის ცვენის საწინააღმდეგო ეს ნიღაბი ძალიან დამეხმარა. დღეს ჩემი თმა საოცრად ჯანსაღი და მოცულობითია

8826

თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა, რომელიც გვაწუხებს პრაქტიკულად ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. თუ თმის საფარის შეთხელებას გრძნობთ, მიიღეთ საჭირო ზომები დროულად. ეს ნატურალური ნიღაბი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, საოცარი ეფექტურობით გამოირჩევა.

გამოიყენეთ ის, რათა წარსულში მოიტოვოთ ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიც თმის ცვენაა. ეს საშუალება გაგიძლიერებთ თმის ძირებს, მიანიჭებს მას დამატებით მოცულობას და გაგისქელებთ საფარს.

როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 4-5 ცალი დაფნის ფოთოლი
  • ჭვავის პური
  • 250 მლ წყალი

ინსტრუქცია: 

  1. პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ფაფისებრი მასა ჭვავის პურისგან.
  2. ოდნავ დაატენიანეთ პური და გაატარეთ ის ხორცსაკეპში ან მოამზადეთ ფაფა ბლენდერის გამოყენებით.
  3. დაფნის ფოთლებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 10 წუთით.
  4. დაუმატეთ მომზადებული ნახარში ჭვავის პურის ფაფას და კარგად გადაურიეთ.
  5. წაისვით ეს საშუალება თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე.
  6. შეიხვიეთ თავი პირსაოცით.
  7. დაიტოვეთე მასა სამოქმედოდ მაქსიმუმ 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თავის შამპუნის გამოყენებით.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა 1 თვის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ. ამ დროში თქვენ საოცარ ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ: თქვენი თმა მოცულობაში საგრძნობლად გაიზრდება, შესქელდება მისი საფარი და წარსულში მოიტოვებთ თმის ცვენის პრობლემას.

მოცემული საშუალება პირადად არაერთხელ გამომიყენებია და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს რეცეპტი თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!