ხელნაკეთი ხაფანგი კოღოებისთვის და სხვა მწერებისთვის. ამ კონსტრუქციას ზუსტად 5 წუთში დაამზადებთ

35604

მართალია, ზაფხული წელიწადის ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა, თუმცა თავისი მინუსები მასაც გააჩნია. მწერები, განსაკუთრებით კი კოღოები მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ და მუდამ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ. რა მოვიმოქმედოთ, თუ აგარაკზე დასასვენებლად წავედით, მაგრამ მომაბეზრებელი მწერები მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ, ხოლო სპეციალური სპრეები და კრემები უბრალოდ ვერ გვიცავენ, ან ხელთ არ მოგვეპოვება? ასეთ შემთხვევებში აუცილებლად გამოგადგებათ ხელნაკეთი ხაფანგი, რომელიც ნებისმიერ სხვა საშუალებაზე უფრო ეფექტურია.

ეს მარტივი, იაფი და აბსოლიტურად უსაფრთხო კონსტრუქციაა, რომელიც იზიდავს მწერებს და ბოლომდე ანადგურებს მათ. ხაფანგის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ ის დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში საიმედოდ დაგიცავთ.

ხელნაკეთი ხაფანგი კოღოების წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1,5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • მუქი ფერის ქსოვილი, გაზეთი ან ფოლგა

ინსტრუქცია:

1. მოაჭერით ბოთლს თავი. მოჭრილი ნაწილი მთელი ბოთლის სიგრძის მესამედს უნდა შეადგენდეს.

2. ჩაასხით ქვედა ნაწილში წყალი, რომლის ტემპერატურაც არ აღემატება 30 გრადუსს, დაამატეთ შაქარი, საფუარი და კარგად გადაურიეთ.

3. ჩადეთ მასში მოჭრილი კონუსი ყელით დაბლა. თუ დეტალები მჭიდროდ არ მაგრდება, გამოიყენეთ სკოჩი.

4. ახლა ბოთლს უნდა შემოახვიოთ გაზეთი, მუქი ფერის ქსოვილი ან ფოლგა და კარგად დაამაგროთ.

5. მზა ხაფანგები გაანაწილეთ სახლის კუთხეებში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დადგათ ეზოშიც.

6. ბოთლის შიგთავსის არომატი იზიდავს მწერებს, ისინი კი უკან გამოღწევას ვეღარ ახერხებენ და იღუპებიან.

როგორც უკვე გითხარით, ეს ხაფანგი ძალიან ეფექტურია და ის საიმედოდ დაგიცავთ მწერებისგან ზაფხულში. ამ კონსტრუქციის დამზადებას პატარა ბავშვიც კი მარტივად გაართმევს თავს. აუცილებლად ცადეთ და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით!