აირჩიეთ კარი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ და გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

1123

კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს და შეაჩერეთ არჩევანი ფანჯარაზე, რომელიც თქვენში შიშსა და უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ტესტს უამრავი საინტერესო ფაქტის მოთხორბა შეუძლია თქვენს შესახებ.

თუ აირჩიეთ 1-ლი ფანჯარა

ხშირად განიცდით იმედგცრუებას. ძალიან კეთილი და მეგობრული ადამიანი ბრძანდებით, გარშემომყოფები კი ამით ბოროტულად სარგებლობენ. საკმაოდ ხშირია იმედგაცრუება საყვარელი ადამიანების მხრიდანაც კი, რაც ყველაზე მეტად გტკენთ გულს.

ხშირად გიოცნებიათ უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრებაზე, სადაც ბოროტი, ორგული და მატყუარა ხალხისგან შორს, სიმშვიდეში გაატარებდით ცხოვრებას.

სამწუხაროა, თუმცა ადამიანების რეალური სახის ამოცნობა კარგად არ გამოგდით, რის გამოც ცხოვრებაში კიდევ არაერთხელ შეხვდებით იმედგაცრუებას.

თუ აირჩიეთ მე-2 ფანჯარა

ხშირად გეუფლებათ სულში სიცარიელის შეგრძნება, რომლის შევსებასაც გარშემომყოფი ადამიანების დახმარებით ცდილობთ. ძალიან კეთილი გული გაქვთ, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მეგობრების გვერდში პირველი ყოველთვის თქვენ დგახართ, როდესაც მათ უჭირთ.

გახსოვდეთ, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ფეხებამდე პრობლემებშია ჩაფლული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა მათ მაგივრად თქვენ უნდა გადაჭრათ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავსაც!

ჩვენ კარგად ვიცით, რომ თქვენვის ძალიან რთულია სხვა ადამიანების პრობლემების უგულებელყოფა, თუმცა აუცილებლად უნდა ისწავლოთ “არას” თქმა!

თუ აირჩიეთ მე-3 ფანჯარა

ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე რაც არ უნდა ბედნიერი იყოთ, დანაკარგის შეგრძნება მოსვენების საშუალებას არ გაძლევთ. ძალიან ხართ დამოკიდებული წარსულზე, ყველაფერს დათმობდით იმ დროისა და მომენტის დასაბრუნებლად, როდესაც გქონდათ ყველაფერი, რაც ახლა ასე ძალიან გაკლიათ…

საუბარი არა მატერიალურ საკითხებზე, არამედ საყვარელ ადამიანებზეა… დიახ, ძალიან რთულია კარგი მეგობრის ან ოჯახის წევრის დაკარგვა, თუმცა მათ გარეშე ცხოვრების გაგრძელება აუცილებლად უნდა ისწავლოთ, რათა კიდევ ერთხელ თავი ბედნიერად იგრძნოთ. ნაკლებად იფიქრეთ წარსულზე და გაიხედეთ მომავალში. თქვენ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ!

თუ აირჩიეთ მე-4 ფანჯარა

მართალია, თითქოს ამ კონკრეტულ მომენტში არაფერი გაწუხებთ, თუმცა მშფოთვარების შეგრძნებას ვერაფერს უხერხებთ… წყენა, რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში განიცადეთ, გაცილებით ძლიერია, ვიდრე თავად გსურთ რომ იყოს. გულწრფელად ცდილობთ, წარსულში დატოვოთ ყველა იმედგაცრუება, თუმცა თქვენი პიროვნული მახასიათებლები ამის საშუალებას არ გაძლევთ.

შიში იმისა, რომ საყვარელი ადამიანები კიდევ ერთხელ გატკენენ გულს, თქვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა, რაც ცხოვრებით დატკბობაში და სასიამოვნო შეგრძნებებისა და ემოციების მიღებაში გიშლით ხელს. მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერ ჭრილობებს ძალიან რთულად იხროცებთ, რაც ყველა გარშემომყოფმა ადამიანმა კარგად უნდა გაანალიზოს.

თუ აირჩიეთ მე-5 ფანჯარა

თავდაუჯერებლობა – თქვენი ყველაზე დიდი მინუსი! “მე არასაკმარისად კარგი ვარ”, “არასაკმარისად ლამაზი ვარ”, “არასაკმარისად ჭკვიანი ვარ” – ისწავლეთ საკუთარი თავის დაფასება და თავიდან ამოიგდეთ მსგავსი სისულელეები, თუ ბედნიერებისა და ჰარმონიის მიღწევა გსურთ!

ჩაიხედეთ სარკეში და კარგად დააკვირდით საკუთარ თავს, რათა გააანალიზოთ, რომ თქვენ მხოლოდ დაბალი თვითშეფასების მსხვერპლი ხართ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და გაძლიერდით სულიერად – ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება!

თუ აირჩიეთ მე-6 ფანჯარა

საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას ხშირად ცდილობთ, რაც ყველა თქვენი უბედურობის გამომწვევი მთავარი მიზეზია. უბრალოდ არ შეგიძლიათ მოსვენება, გსურთ, აღმოჩნდეთ სასარგებლო სხვისთვის. უარის თქმა დახმარებაზე – ის, რაც ყველაზე მეტად გიჭირთ.

განაგრძობთ მოქმედებას ისე, რომ ივიწყებთ სწორედ იმ ადამიანის შესახებ, რომელიც თქვენი მხრიდან ყველაზე მეტ ყურადღებასა და მზრუნევლობას იმსახურებს. ეს ადამიანი თავადვე ხართ! დააფასეთ საკუთარი თავი და დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ პრობლემებს. ყველა ვინც გიღიმით, თქვენი მეგობარი არ არის!

რომელი ფანჯარა აირჩიეთ თქვენ? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება რეალობას თქვენი პრივონების ასეთი დახასიათება?