60 წლის ასაკშიც კი ყველა მეკითხება, რა არის ჩემი კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო

8746

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ ნაოჭების გასწორებას და მათი გაჩენის პრევენციას.

იზრუნეთ კანზე!

ნუ დაგეზარებათ ბიუჯეტური ნიღბების გამოყენება! გაითვალისწინეთ, წვრილი ნაოჭების გასწორება ბევრად უფრო მარტივია და შედეგიც ეფექტურია. ღრმა ნაოჭების  წინააღმდეგ ბრძოლა კი საკმაოდ რთულია, სჭირდება ხანგრძლივი და  საფუძვლიანი მოვლა.

ნიღბების რეცეპტები ამოღებულია უმშვენიერესი ქალბატონის რვეულიდან, რომელიც, მიუხედავად ასაკისა, საოცრად გამოიყურება და მისი სახის კანით ყველა  აღფრთოვანებულია.

ნიღბების  შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

1. ლიმონის ნიღაბი

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასპირინი 3 აბი
  • ლიმონის წვენი 3 ჩ. კ.

ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც აღწევს ფორებში და მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამცირებს სიწითლესა და შეშუპებას.

ლიმონის წვენი C ვიტამინისა და ხილის მჟავების ბუნებრივი წყაროა. ლიმონის წვენისა და ასპირინის კომბინაციით მიიღებთ საუკეთესო შედეგს.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ასპირინი წმინდად დაფშხვენით, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. სახე დაიბანეთ და მომზადებული მასა წაისვით კანზე. ნიღაბი გაიჩერეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ზეთი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ლიმონის ნიღბების შემდეგ მოერიდეთ მზეზე გასვლას.

2. იოგურტის, თაფლისა და ასპირინის ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასპირინი 5 აბი
  • იოგურტი 1 ს. კ.
  • თაფლი ნახევარი ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ასპირინის აბები წმინდად დაფშხვენით და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. სახე გაიწმინდეთ და 5 წუთით დაიფინეთ თბილი წყლით დატენიანებული ბამბის ქსოვილი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ფორების გახსნას. შემდეგ სახე შეიმშრალეთ და წაისვით ნიღაბი. გაიჩერეთ 30 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მოცემული ნიღაბი არ გამოიყენოთ.

ჩაიტარეთ ტესტი. მომზადებული მასის მცირე ნაწილი წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და დააკვირდით. თუ კანი გაგიწითლდათ, მოცემული ნიღაბი არ გამოიყენოთ.

3. სახამებლის ნიღაბი

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.
  • წმინდად დაფქული მარილი 1 ჩ. კ. (ძალიან არ გაავსოთ)
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • რძე და ნაღები 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს დაამატეთ მარილი, თაფლი და აურიეთ. შემდეგ შეურიეთ ცოტა-ცოტა რძე, უნდა მიიღოთ სქელი ფაფისებური მასა. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. სახამებლისა და ცილის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს დაამატეთ ლიმონის წვენი, კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 25-30 წუთი. ნარჩენები ჯერ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით ჩამოიწმინდეთ და შემდეგ დაიბანეთ.

მოცემული ნიღბები ჩაანაცვლეთ ხოლმე ან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გამოიყენეთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ, შემდეგ პროფილაქტიკისთვის_ კვირაში ერთხელ.