20 პროდუქტი, რომელიც გაწმენდს არტერიებს და გააძლიერებს გულის კუნთს

30613

დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს ხშირად ვხვდებით არ მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, ცუდი ეკოლოგიური პირობები, ძილის უკმარისობა, მავნე ჩვევები – ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც გულის დაავადებებს პროვოცირებს.

თუ სერიოზული გართულებების თავიდან არიდება გსურთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები. გულის კუნთის გასაძლიერებლად და სისხლძარღვების გასაწმენდად საკმარისია, შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები თქვენს კვებაში. თუ ყოველდღიურ რაციონს დღევანდელ ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ამ 20 პროდუქტით გაამდიდრებთ, თქვენი გულ-სისხლძრღვთა სისტემა საათივით გამართულად იმუშავებს და თავიდან აირიდებთ არაერთ სერიოზულ პრობლემას.

სასარგებლო პროდუქტები ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

ორაგული

ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით კი ცხიმიანი სახეობის, ძალიან სასარგებლოა ჩვენი გულისა და სისხლძარღვებისთვის. ის გვამარაგებს სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობისთვის.

ფორთოხლის წვენი

ფორთოხლის ნატურალური წვენი საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ძალიან კარგად წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს წნევას და გვამარაგებს სასარგებლო ვიტამინებით.

ყავა

გაგიკვირდებათ, თუმცა არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია ყავის სასარგებლო გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დღეში 2-4 ფინჯანი არომატული სასმელი სასარგებლოს ისახება გულის მუშაობაზე. რა თქმა უნდა, საუბარია ნატურალურ, მაღალხარისხიან ყავაზე.

თხილეული

სასარგებლო ცხიმებით მდიდარი თხილეული მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს სახსრებს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აქვს სასარგებლო გავლენა გულის მუშაობაზე. ნიგოზი და ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენი სისხლძარღვებისთვის.

ხურმა

სტერინებით მდიდარი ხურმა ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისთვის.

კურკუმა

ეს სწორედ ის სანელებელია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს ინდურ სამზარეულოში, თანაც არა მხოლოდ საოცარი არომატის, არამედ სასარგებლო თვისებების გამო. კურკუმა ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს სისხლძარღვებზე.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ერთდროულად გვამშვიდებს და გვავსებს ძალიან დიდი ენერგიით. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს სასმელი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში და აძლიერებს მეტაბოლიზმს.

საზამთრო

როგორ მოგეხსენებათ, საზამთრო არაჩვეულებრივად წმენდს მთელ სხეულს და მას აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ნატურალური საზამთრო!

მთლმარცვლიანი პური, შვრია

ქოლესტერინის ფენები ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე საგრძნობლად შემცირდება, თუ ჩვეულებრივ პურს ჩაანაცვლებთ მთელი მარცვლებისგან დამზადებული პურით. თქვენი გულისთვის და სისხლძარღვებისთვის არაჩვეულებრივი იქნება, თუ ყოველ დილას შვრიის ფაფით დაიწყებთ.

ყველი

თუ ხარისხიან ყველს რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ წნევისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ზღვის კომბოსტო

ზღვის კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, რომელიც წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების, ცილებისა და ანტიოქსიდანტების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს. თუ რეგულარულად ზღვის კომბოსტოს მიირთმევთ, შეძლებთ ქოლესტერინის დონის მინიმუმ 15%-ით შემცირებას.

წითელი მოცვი

ეს არომატული კენკრა ძალიან სასარგებლოა ჩვენი გულისთვის. ის გვამარაგებს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. წითელი კენკრა საგრძნობლად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში.

დარიჩინი

დღეში ერთი ჩაის კოვზი დარჩინი საკმარისია, რათა გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არაერთი დადებით ცვლილება მოხდეს. ის კერძებს მიანიჭებს არა მხოლოდ საოცარ არომატს, არამედ გახდის ძალიან სასარგებლოსაც.

ბროწეული

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ბროწეული აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.

ისპანახი

მოცემული პროდუქტი არეგულირებს და აწესრიგებს ჩვენი გულის მუშაობას, რაც მასში შემავალი საკმაოდ დიდი რაოდენობით კალიუმის, ფოლიუმის მჟავისა და რკინის დამსახურებაა.

ზეითუნის ზეთი

იტალიელებსა და ბერძნებში ზეითუნის ზეთის წარმოუდგენელი პოპულარობა სწორედ ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებითაა განპირობებული. თუ მას რეგულარულად მოიხმართ, გულის შეტევის რისკს 41%-ით შეამცირებთ.

ბროკოლი

K ვიტამინით მდიდარი ეს საოცარი ბოსტნეული შემცირებს ქოლესტერინის დონეს და მოიყვანს გულ-სისხლძარღვთა სისტემას სრულ მწყობრში.

ავოკადო

თუ გულის კუნთის გაძლიერება და სისხლძარღვების გაწმენდა გსურთ, გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ამ ტროპიკული ხილით.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!