როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ

0
172

გაინტერესებთ, როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები სიმთვრალეში? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა.

ვერძები

იმპულსურ ვერძებს იმდენად უყვართ გართობა, რომ ხანდახან ვერც კი ხვდებიან, როდის ღირს გაჩერება. მათში ბინადრობს თვით კონკურენციის სული, რომელიც აიძულებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სუფრისა და წვეულების სხვა წევრებთან მარათონის გამართვას. არ შეეჯიბროთ მათ დალევაში, დიდი ალბათობით თქვენ დამარცხდებით.

როდესაც ვერძები ალკოჰოლს იღებენ, ისინი მსოფლიოში ყველაზე მხიარული ადამიანები ხდებია. მთვრალ ვერძს შეგიძლიათ ათქმევინოთ ყველაფერი, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არასდროს იტყვის.

კუროები

როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დალევა დიდად არ უყვართ და ალკოჰოლს ყოველთვის მცირე რაოდენობით, ზომიერად იღებენ.

საკმარისია, კუროებმა ერთ ჭიქაზე მეტი მიირთვან, რათა თავიანთ გარშემო უამრავი პრობლემა შექმნან. გარდა უხერხული სიტუაციების შექმნისა, მათ ძალიან კარგად გამოდით გართობაც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყვარელი ხალხის გარემოცვაში არიან. თუ გსურთ, ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ, დაპატიჟეთ კურო მეგობარი კარაოკე ბარში. ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული ეს ადაიანები აუცილებლად გაგამხიარულებენ.

ტყუპები

კომუნიკაბელური ტყუპები სიმთვრალესა და სიფხიზლეში დიდად არ განსხვავდებიან. მათ ძალიან უყვართ ურთიერთობა და უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია.

მთვრალ ტყუპებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან ფლირტის გაბმა – ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

კირჩხიბები

გაწონასწორებული კირჩხიბები ალკოჰოლს ხშირად მხოლოდ საკუთარი თავისა და გონების დასამშვიდებლად ეტანებიან. ვახშმობის შემდეგ ორი ბოკალი წითელი ღვინის ან მძიმე სამუშაო დღის ჩამთვარებისას ლუდის მირთმევა – ის, რაც ამ ადამიანებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.

კირჩხიბები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერად უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი და რიგ შემთხვევაში ნივთების მსხვრევა გარდაუვალია.

ეს ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ თემატურ, დახურულ წვეულებებს. თუ კირჩხიბი მეგობარი გყავთ, ვერაფერს გააკეთებთ იმაზე სასიამოვნოს, ვიდრე მასთან ერთად წითელი ღვინის სმა და საინტერესო თემაზე საუბარია.

ლომები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ დალევა და ცეკვა, თუნდაც ეს კარგად არ გამოსდიოდეთ. მთვრალი ლომები ხდებიან ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანები, რომლებიც არასდროს კარგავენ კონტროლს.

როდესაც ისინი ზომეზე მეტს სვამენ, იწყებენ ღია ფლირტს, თუმცა გარკვეულ საზღვრებს არასდროს ცდებიან. თუ არაფხიზელ მდგომარეობაში ის უხეშად მოგექცათ, მეორე დღეს აუცილებლად მოგიბოდიშებთ.

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნისნის წარმომადგენლები წესიერი ქცევითა და სიფრთხილით გამოირჩევიან, სასმელსაც ყოველთვის გონივრულდ არჩევენ. მიუხედავად ამისა, თუ ქალწულებს ნორმაზე მეთი სასმელის დალევა მოწუით, ისინი კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე, რაც ნამდვილ კომედიურ შოუში შეიძლება გადაიზარდოს.

არაფხიზელი ქალწულები ცდილობენ მაქსიმალურად გართობას და სიამოვნების მიღებას, საერთოდ არ ადარდებთ, თუ ვინ ყავთ გარშემო და რას იფიქრებენ მასზე.

სასწორები

თუ მათ დავუერებთ, ისინი მხოლოდ გართობის მიზნით სვამენ. ზოდაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ წვეულებებზე სიარული, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ფლირტის გაბმა. ალკოჰოლური ზემოქმედება ავლენს სასწორების როგორც კარგ, ასევე ბნელ მხარეებს.

მთვრალი სასწორები ცდილობენ წვეულებაზე მყოფი აბსოლუტურად ყველა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიპყრობას. მათთვის გადაჭარბება სრულიად ჩვეული რამაა.

მორიელები

არასდროს უთხრათ ამ ნიშნის წარმომადგენელს, რომ მისთვის დალევა უკვე საკმარისია – ეს მხოლოდ სტიმული იქნება მისთვის, რათა მიიღოს კიდევ უფრო მეტი ალკოჰოლი.

მათ ძალიან უყვართ დალევა და როდესაც თვრებიან, სჯობს უფრთხილდეთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიმართ სიმპათიები არ გააჩნია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ სიმთვრალეში შეუძლიათ კარგი კომპანიონობის გაწევა, სასიამოვნო თემებზე საუბარი და თქვენი გახალისება. მთავარია, მთვრალმა მორიელმა სამიზნეში არ ამოგიღოთ.

მშვილდოსანი

გამონათქვამი, რომ “ჭეშმარიტება ღვინოშია” სწორედ ამ ნიშნის წარმოამგენლებს შეეფერებათ ყველაზე მეტად. როდესაც მშვილდოსნები სვამენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან, ისინი ყვებიან ყველაფერს, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არასდროს იტყოდნენ, მათ შორის სხვა ადამიანების საიდუმლოებებსაც.

მიუხედავად ამისა, მშვილდოსნები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებთანაც დალევა ნამდვილად ღირს, რადგან არასდროს მოიწყენთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა ყველასთან, ასევე კარგად გამოსდით სხვა ადამიანებზე მანიპულირება, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

მთვრალ მშვილდოსან შეუძლია გაიძულოთ ისეთი რამის გაკეთება, რასაც თქვენ სიფხიზლეში არასდროს გააკეთებდით.

თხის რქები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვიცნობთ პრაქტიკულ ადამიანებად, რომელთა ცხოვრებისეული მიზანი ბევრი ფულის გამომუშავება და სოციალური სტატუსის მოხვეჭაა. სწორედ ამ ადამიანების ასეთი თვისებების გამო, ისინი წვეულების გულწრფელი და ყველზე მხიარული წევრები არასდროს არიან.

მიუხედავად თხის რქების ასეთი ზოგადი დახასიათებისა, ამ ნიშნის ქვეშ არაერთი როკ-ვარსკვლავია დაბადებული: ელვის პრესლი, ენი ლენოქსი, დეივიდ ბოუი და ა.შ.

მერწყულები

ზოიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები და ალკოჰოლი – ორი შეუთავსებელი რამ. როდესაც მერწყლები თვრებიან, მათ ეჩვენებათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იციან. თუ არაფხიზელ მდგომარეობაში მათ თავში აზრად გიჟური იდეა მოუვათ, არ მოისვენებენ იქამდე, სანამ ამ ყველაფერს არ განახორციელებენ.

მიუხედავად ამისა, თუ სწორედ მერწყულია ის ადამიანი, რომელიც წვეულებას აწყობს, იცოდეთ, რომ არ მოიწყენთ. მათ ძალიან უყვართ მხიარულ და საყვარელ ხალხთან კომპანიონობა.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობილი ალკოჰოლიკები და ნარკომანტები არიან. დიახ, სუსტი ნებისყოფის მქონე თევზები მარტივად ხდებიან დამოკიდებულები მავნე ჩვევებზე.

მიუხედავად ამისა, ისინი საკმაოდ ხალისიანები და კარგი თანამოსაუბრეები არიან. თუ მასთან ერთად დალევას დაიწყებთ, გარშემო ყველაფერი აზრსა და მნიშვნელობას დაკარგავს.

ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნებით თქვენ? რამდენად შეესაბამება რეალობას სიმთვრალეში თქვენი თავის ასეთი დახასიათება?