არომატული ჩაი, რომელსაც წლებია, ყოველდღიურად მივირთმევ. ღვიძლის დაავადებების, კენჭების ფორმირებისა და სახსრების პრობლემების აღარ მეშინია

1630

ჩაი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, არა მხოლოდ საკმაოდ გემრიელი და არომატული, არამედ ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ მას რეგულარულად მიიღებთ, წარსულში მოიტოვებთ თავის ტკივილებს, გაიწმენდთ ღვიძლს და თავიდან აირიდებთ კენჭოვან დაავადებებს.

რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ნატურალური და ხელმისაწვდომია. თითოეული მათგანი წარმოადგენს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.

ჯანჯაფილი – პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამარცხებს ღებინების შეგრძნებას, არაჩვეულებრივია ოსტეოართრიტის დროს და ა.შ.

ლიმონი – C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, ამ ციტრუსს ხშირად იყენებენ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ლიმონი იძლევა არჩვეულებრივ შედეგს ანთებითი ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ციტრატის კონცენტრატი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით შედის ამ ნატურალურ პროდუქტში, იცავს ჩვენს ღვიძლს და თავიდან გვარიდებს თირკმელებში კენჭების ფორმირებას.

კურკუმა – სანელებელი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო სშუალებაა. ძალიან სასარგებლოა ის ართრიტის, რევმატიზმისა და სარყდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა მსგავსი პრობლემების დროს.

სამკურნალო ჩაი

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩ.კ. დაფქული ჯაჯნაფილი
  • 1/4 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი
  • 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. პირველ რიგში, აადუღეთ წყალი და გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. ცხელ წყაში დაამატეთ დაფქული ჯანჯაფილი და კურკუმის ფხვნილი.
  3. 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ სითხე ახალ ჭიქაში.
  4. გადაწურულ მასას დაუმატეთ ნატურალური თაფლი და ნახევარი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი.
  5. მიირთვით ის თბილ მდგომარეობაში.

დღეში ერთი ფინჯანი ამ არომატული სასმელის მირთმევის შედეგად, თქვენ მიიღებთ არაერთ უპირატესობას ჯანმრთელობისთვის.

რა სარგებელი მოაქვს ამ ჩაის? 

  1. სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, რაც სასარგებლოდ ისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯამრთელობაზე.
  2. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული ჩაი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას.
  3. ის არაჩვეულებრივად ებრძვის სტრესსა და დეპრესიას.
  4. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
  5. ებრძვის სეზონურ ალერგიებს და წმენდს სასუნთქ გზებს.

მოცემული საშუალება უკუჩვენებითია პაციენტებისთვის, რომელთაც კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ. რეცეპტში შემავალი ჯანჯაფილი გამო, ამ სასმელის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ფეხმძიმე ქალბატონებმა და დიაბეტიკებმა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!