ვიტამინური ნაზავი გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. ასე ვიცავ შვილებს ვირუსული ინფექციებსგან

12925

სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს, თუ როდის შემაწუხა ბოლოს გრიპმა ან გაციებამ. არცერთი სეზონური დაავადება ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ იმუნური სისტემა მწყობრში გვექნება.

როგორც ყველამ კარგად ვიცით, ადამიანის ორგანიზმი სრულყოფილი მექანიზმია, რომელსაც საკუთარი თავდაცვითი ძალებიც კი გააჩნია და მას იმუნური სისტემის სახელწოდებით ვიცნობთ. თუ ძლიერი იმუნიტეტი გვექნება, ვირუსებისა და ინფექციების არ უნდა გვეშინოდეს. მთავარი სწორედ ის საკითხია, თუ როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და ავიმაღლოთ ორგანიზმის თავდაცვითი ძალები.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ნატურალური ნაზავის შესახებ, რომელსაც პირადად არაერთი წელია ვიყენებ. პერიოდულად ამ ნაზავს ჩემ შვილებსაც ვაძლევ, რათა საიმედოდ დავიცვა ისინი სხვადასხვა ვირუსული ინფექციებისაგან. ყველას გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ ეს საშუალება.

ნატურალური ნაზავი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი საშუალო ზომის ლიმონი
  • 200 გრამი ნიგოზი
  • 150 გრამი ქიშმიში
  • 150 გრამი გარგარის ჩირი (კურაგა)
  • 150 გრამი შავი ქლიავის ჩირი
  • 200 გრამი ნატურალური თაფლი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. ლიმონი გაასუფთავეთ კანისგან და წიპწებისგან, დაჭერით პატარა კუბიკებად.
  2. ნიოგზი, ქიშმიში, კურაგა, შავი ქლიავი და დაჭრილი ლიმონი ჩაყარეთ ბლენდერში.
  3. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  4. მიღებულ ფაფას დაუმატეთ თაფლი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  5. მზა საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით, რათა არა მხოლოდ გაიძლიეროთ იმუნიტეტი, არამედ მოამარაგოთ მთელი სხეული სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით.

თუ ამ ნაზავს თქვენს შვილებს მიაღებინებთ, შემაცირეთ მისი დღიური ულუფა 1 ჩაის კოვზამდე.

აუცილებლად გაუზიარეთ ამ იმუნომასტიმულირებელი ნაზავის რეცეპტი მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!