შემოგთავაზებთ ქლიავის საწებლის რეცეპტს. უგემრიელესი და პიკანტური გემოს სოუსი ძალიან უხდება ხორცით მომზადებულ კერძებს.
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი ქლიავი (ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სახეობის) 2 კგ
- ნიორი 2-3 თავი
- მწარე წიწაკა 2-3 ცალი
- კარი დაფქული 20 გრ
- მარილი გემოვნებით
- შაქარი 8 ს. კ.
- დაფქული წიწაკა გემოვნებით
- დარიჩინი დაფქული ნახევარი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ქლიავი გარეცხეთ და კურკა ამოაცალეთ.
- წიწაკა თესლისგან გაასუფთავეთ. ნიორი გაარჩიეთ.
- მზა ინგრედიენტები გაატარეთ და შეაზავეთ სანელებლებით.
- მიღებული მასა გადაიტანეთ სქელძიარიან ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთი. შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ ხოლმე. საწებელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ და დააწყვეთ სიგრილეში.
გემრიელად მიირთვით!