თუ აბუსალათინის ზეთს ამ პრინციპით მიიღებთ, ყველაფერ სისაძაგლეს სხეულიდან სწრაფადვე მოიშორებთ

5758

აბუსალათინის სასარგებლო თვისებებისა და ჩვენს თმაზე მისი დადებითი გავლენის შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. იცოდით, რომ გარდა კოსმეტიკური დანიშნულებისა, მოცემული ზეთი არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული კილოგრამობით მავნე ნარჩენისაგან?

აბუსალათინის ზეთი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს, რის ხარჯზეც ის აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას. თუ ამ პროდუქტს სწორად მიიღებთ, შეძლებთ მეტაბოლური მავნე ნარჩენების ბოლომდე მოშორებას, რაც სასარგებლოდ აისახება არა მხოლოდ თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, არამედ ფიგურაზეც კი.

როგორ გავიწმინდოთ სხეული აბუსალათინის ზეთით

პარასკევ საღამოს მიირთვით 1-დან 3 სუფრის კოვზამდე აბუსალათინის ზეთი და დააყოლეთ ერთი ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი. თუ თქვენი სხეულის მასა 100 კგ-ს აღემატება, ზეთი 3 კოვზის ოდენობით მიიღეთ. თუ თქვენი წონა 70 კილოგრამზე ნაკლებია – 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ხოლო თუ სხეულის მასა 70-დან 100 კილოგრამამდე დიაპაზონშია, მიირთვით ის 2 სუფრის კოვზის ოდენობით.

რატომ პარასკევი საღამო? ამ ზეთისათვის საფაღარათო ეფექტია დამახასიათებელი, რის გამოც მეორე დღეს სახლიდან შორს, თანაც დიდი ხნით გასვლა ნამდვილად არ ღირს.

შაბათ დღეს, გათენებისთანავე კვლავ მიირთვით ზეთი თქვენი სხეულის მასის მიხედვით. ზეთის დალევიდან 3 საათის შემდეგ ისაუზმეთ. საღამოს დაახლოებით 7 საათისათვის კიდევ ერთხელ ვიღებთ აბუსალათინის ზეთს იგივე პრინციპით.

ორგანიზმის გასაწმენდად ნებისმიერი ზეთის მიღების შემთხვევაში, თქვენ უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, რადგან მავნე ნარჩენებთან და წიდებთან ერთად ნაწლავებიდან მინერალური ნივთიერებების ნაწილიც გამოიდევნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაწლავების გაწმენდაზე რეგულარულად ზრუნვა? 

ჩვენი ორგანიზმი სრულყოფილი მექანიზმია, რომელშიც ყველა ორგანოსა და სისტემის ხარისხიანი მუშაობა ერთმანეთზეა დამოკიდებული. იცოდით, რომ მსხვილ ნაწლავში 15 კილოგრამამდე მავნე ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს? თუ მათ მოშორებაზე დროულად არ ვიზრუნებთ, თავი შეიძლება იჩინოს არაერთმა სერიოზულმა დაავადებამ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაზუარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!