არაჯანსაღი საკვების, მავნე ჩვევებისა და დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოს შედეგად, ჩვენს სხეულში, განსაკუთრებით კი ნაწლავებში, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ტოქსინები და მავნე ნარჩენები გროვდება.
თუ კარგი ჯანმრთელობისა და გარეგნობის შენარჩუნება გსურთ, სასწრაფოდ უნდა იზრუნოთ სხეულიდან ამ მავნე ნარჩენების მოშორებაზე. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი უნიკალური, სრულყოფილი მექანიზმია, რომელშიც ყველა ორგანოსა და სისტემის გამართული მუშაობა ერთმანეთზეა დამოკიდებული. ნაწლავების დაბინძურება საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს არაერთ საკმაოდ სერიოზულ და საშიშ დაავადებას.
როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები? არსებობს არაერთი ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალება, რომელიც ამ დავალებას მარტივად ართმევს თავს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ეფექტური საშინაო საშუალების შესახებ. ის მინიმალურ ვადაში მოგაშორებთ ტოქსინებს, გაგიწმენდთ მთელ სხეულს და დაგიცავთ გაცხიმოვნებისაგან.
ნაწლავების გაწმენდა სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 5 გრამი დაფქული დაფნა
- 300 გრამი წყალი
ინსტრუქცია:
- აადუღეთ წყალი.
- ჩაყარეთ მდუღარე წყალში 5 გრამი დაფქული დაფნა.
- ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
- დააყოვნეთ ეს საშუალება 4 საათით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება.
ინგრედიენტების მოცემული რაოდენობისგან მიიღებთ ულუფას, რომელიც გეყოფათ ერთი დღე. მიირთვით ეს საშუალება მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. 3 დღიანი კურსის შემდეგ უნდა გააკეთოთ ერთ კვირიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეოროთ ის.
არავითარ შემთხვევაში გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. დაფნის ნახარშის მიღება უკუჩვენებითა ორსულობისა და ლაქტაციის დროს. გამოიჩინეთ სიფრთხილე მისი გამოყენებისას, თუ გაწუხებთ გულის, ღვიძლისადა თირკმელების დაავადებები. არ არის რეკომენდებული დაფნის ნახარშის მიღება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!