გაიკეთეთ კოფეინის ნიღაბი კვირაში ერთხელ, რათა გამოიმშვიდობოთ ნაოჭებსა და ლაქებს

2116

ქალბატონების დიდი ნაწილი სახის კანის მოვლაში საკმაოდ დიდ დროსა და ფინანსებს ვხარჯავთ. გქონიათ შემთხვევა, როდესაც კოსმეტიკურ პროდუქტში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეთ, ის კი აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა? დიახ, დარეკლამებული კოსმეტიკური ნაწარმის დიდი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად უსარგებლო, არამედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გაჯერებულია მავნე ქიმიური კომპონენტებით.

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში? 

სახის ეს ნიღაბი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, საოცარი ეფექტურობით გამოირჩევა, რაც მე და ყველა ჩემს დაქალს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. ნატურალური ინგრედიენტების ასეთი ნაზავი ჭიმავს ჩვენს კანს, ხდის ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს, გვიცავს ლაქების გაჩენისგან და ათანაბრებს ჩვენი კანის ტონს.

კოფეინის ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად

ინგრედიენტები:

  • 3 ს.კ. ნალექიანი, თურქული ყავა (ხსნადი ყავა არ გამოდგება)
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი (სუფთა, დანამატების გარეშე)
  • 3 ცალი მწყრის კვერცხი
  • 2 ს.კ. ოდნავ შემთბარი თაფლი
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. შეურიეთ ერთმანეთში ყავა და კაკაო.
  2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ სამივე კვერცხი (გულიც და ცილაც) და დაუმატეთ ის ყავისა და კაკაოს მშრალ მასას. კარგად გადაურიეთ.
  3. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ ოდნავ შემთბარი თაფლი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. მზა საშუალება კარგად წაისვით სახის კანზე (მოერიდეთ თვალების გარშემო კანს). როდესაც პირველი ფენა ოდნავ შეგაშრებათ, ზემოდან წაისვით მეორე და შემდეგ საბოლოო მესამე ფენა.
  5. ბოლო ფენის წასმის შემდეგ მოითმინეთ დაახლოებით 15-20 წუთით და შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი დატენიანებული ბამბით.
  6. ჩაიტარეთ პროცედურა საღამოს საათებში, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

საკმარისია, გამოიყენოთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ, რათა ხანმოკლე დროში საოცარი ცვილებებით დატკბეთ: ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, სახის კანი გადაიჭიმება და მისი ტონი გათანაბრდება, ის დაიბრუნებს სიმტკიცესა და სიგლუვეს.

რატომ არის ეს ნიღაბი ასეთი ეფექტური?

1. დაფქული ყავა

კოფეინის მაღალი შემცვეობის ხარჯზე, ეს პროდუქტი აძლიერებს სისხლის მიმოქცებას კანის ყველაზე ღრმა ფენებშიც კი, ამაღლებს მის ტონუსს, გამოაქვს მავნე ნივთიერებები და აღადგენს ლიპიდური ცვლის პროცესებს.

ყავა შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით პოლიფენოლებსაც – ნივთიერება, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ფიბრობლასტებზე – სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე.

2. კაკაო

სასარგებლო ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, კაკაო აუმჯობესებს კანის ფერსა და ტონს, ამცირებს ფორებს და აჩქარებს დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის პროცესს.

3. დარიჩინი

ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი ბუნებრივი კომპონენტი. თუ პრობლემური კანი გაქვთ, აუცილებლად დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენს ყოველდღიურ ნიღბებში.

4. მწყრის კვერცხი

სახის კანის ნიღბები მწყრის კვერცხის გამოყენებით – იაპონელი გეიშების სილამაზის საიდუმლო. ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის საკმაოდ დიდი რაოდენობით ამინომჟავა თიროზინი, რომელიც უბრუნებს ჩვენს კანს ჯანსაღ ფერსა და ტონს.

მელატონინი, რომელსა საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მწყრის კვერცხი, აახალგაზრდავებს ჩვენი კანის უჯრედებს, ხოლო ლიცეტინი – ხსნის შეშუპებას, ღრმად აღწევს კანის ფენებში, არაჩვეულებრივად ატენიანებს მას და აგლუებს ნაოჭებს.

5. თაფლი

როგორც მოგეხსენებათ, თაფლი ძალიან ეფექტური დამატენიანებელი საშუალებაა, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს კანზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თაფლი არაჩვეულებრივი ანტისეპტიკური და ანტიოქსიდანტური საშუალებაა.

ამ ნიღაბს მართლაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია დაქალებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!