კუნთებისა და სახსრების ტკივილი არღვევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და უამრავ დისკომფორტს გვიქმნის.
ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს გადაჭარბებული აქტივობა, ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჯდომა, მძიმის აწევა, ასაკი და სხვა.
გარდა ამისა, ტკივილი შეიძლება სიმპტომი იყოს ართრიტის ან ფიბრომიალგიის.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს. მალამო ამცირებს მიმდინარე ანთებით პროცესს, დაგიამებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილს.
მალამოს შემადგენლობა დატვირთულია სამკურნალო ინგრედიენტებით. თითოეულ მათგანს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის.
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული კამფორის ზეთი ხელს უწყობს ტკივილისა და ანთების შემსუბუქებას.
გამაგრილებელი და დამამშვიდებელი თვისებების წყალობით პიტნის ზეთი დაგიამებთ კუნთებისა და სახსრების ტკივილს.
არნიკას ზეთი ამცირებს ანთებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მოცემული პროდუქტი აქტიურად გამოიყენება სისხლჩაქცევების, სილურჯეების, შეშუპების, დაჭიმვის სამკურნალოდ.
მიხაკის ზეთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 70 მლ
- ფუტკრის ცვილი 2 ს. კ.
- კამფორის ზეთი 1 ს. კ.
- პიტნის ეთერზეთი 9 წვეთი
- არნიკას ეთერზეთი 7 წვეთი
- მიხაკის ეთერზეთი 5 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ქოქოსის ზეთს დაამატეთ ცვილი და 30 წამიდან 1 წუთამდე დადგით ორთქლის აბაზანაზე. მოცემული ინგრედიენტები უნდა გადნეს.
- დაამატეთ ქაფურის ზეთი და კიდევ 20 წამი დადგით ორთქლის აბაზანაზე.
- გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და გააჩერეთ 1 წუთი. შემდეგ დაამატეთ არნიკას, პიტნისა და მიხაკის ეთერზეთები.
- მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი. მომზადებული თბილი მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილაში და გააგრილეთ.
მალამო გამოიყენეთ რეგულარულად. გისურვებთ ჯანმრთელობას!