დარწმუნებული ვარ, ალკოჰოლი მსგავსად ჯერ არ გამოგიყენებიათ. ბიუჯეტური პროდუქტის გამოყენების რამდენიმე ხერხი, რომელიც მრავალჯერ გიხსნით

2802

ალკოჰოლი, ანუ ეთილის სპირტი სპეციფიკური სუნისა და გემოს  უფერო სითხეა. ალკოჰოლს აქტიურად ამატებენ კოსმეტოლოგიურ პროდუქტებში და იყენებენ სადეზინფექციო საშუალებად.

შემოგთავაზებთ ბიუჯეტური პროდუქტის გამოყენების რამდენიმე გზას.

სპირტი კანის სადეზინფექციო საშუალება

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით მდიდარი სპირტი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, გამოიყენება როგორც სადეზინფექციო საშუალება და ხელს უშლის აკნეს განვითარებას. უბრალოდ წაისვით სპირტი დაზიანებულ უბნებზე.

ჰერპესის მკურნალი

მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჰერპესის ვირუსის მატარებელია. გამონაყარზე წაისვით სამკურნალო სპირტის 70%-იანი ხსნარი რამდენიმე პროცედურის შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს.

სპირტი როგორც დეოდორანტი

უსიამოვნო სუნის გასაქრობად იღლიებზე წაისვით 70%-იანი სამედიცინო სპირტი. გაითვალისწინეთ, სპირტი უნდა გამოიყენოთ ზომიერად, რადგან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ჩაზრდილი თმის მოცილება

დეპილაციის შემდეგ, მკლავებზე და ბიკინის ზონაზე წაისვით 70%-იანი სპირტი. ამ გზით შეძლებთ გაღიზიანებული კანის დამშვიდებას და არ მისცემთ თმას ჩაზრდის საშუალებას.

ყურის გამოსაწმენდი საშუალება

ყურების გასაწმენდად ვიყენებთ ბამბის ჩხირებს, მაგრამ შესაძლოა გაწმენდის პროცესში გოგირდი უფრო ღრმად შეიტანოთ ყურში. როგორც იცით, ცვილი საჭიროა ყურისთვის. ის იცავს სმენის ორგანოს დაზიანებისგან, მიკრობებისგან. მაგრამ თუ ზედმეტად დაგიგროვდათ გოგირდი მოამზადეთ სპირტისა და თეთრი ძმრის ნარევი (ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით). მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და შეიდეთ ყურში. სპირტი მილის გამოშრობას უწყობს ხელს, ძმარი კი აღადგენს მჟავა გარემოს.

ხელების სადეზინფექციო ხსნარი

ეფექტური ხელნაკეთი სადეზინფექციო ხსნარის მოსამზადებლად აიღეთ ნახევარი ს. კ. სპირტი, რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი, 120 მლ ალოე ვერა და აურიეთ. ხელნაკეთი ხსნარი მზად არის.

სპირტი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით:

მოამზადეთ 2 წილი წყლისა და 1 წილი სპირტის ნარევი და ჩაასხით პაკეტში. პაკეტს მჭიდროდ მოუკარით თავი და რამდენიმე საათით შედეთ საყინულეში. შემდეგ გამოიყენეთ როგორც ყინულის კუბი. თუ ექსკურსიაზე ან პიკნიკზე მიდიხართ ყინულის კუბი დაადეთ მალფუჭებად საკვებს და იყავით მშვიდად.

ლაქის მოსაშორებელი საშუალებების უმეტესობა შეიცავს ძლიერ ქიმიკატებს, რომლებიც აზიანებს ფრჩხილებს. სპირტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქიმიური აცეტონი და გამოიყენოთ ფრჩხილებზე  ლაქის მოსაშორებლად.

სპირტი აპკურეთ ლეიბებს, ბალიშებს და თავი დააღწიეთ აბეზარ  მწერებს.