ხაჭოს ღვეზელი, რომელიც ღრუბელივით მსუბუქი და ნაზია. განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან

12562

შემოგთავაზებთ ხაჭოთი მომზადებული ზღაპრულად  გემრიელი, ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ღვეზელის რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 200 გრ
  • ზეთი 120 მლ
  • კეფირი 120 მლ
  • ფქვილი 300 გრ
  • გამაფხვიერებელი 8 გრ

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 300 გრ
  • შაქრის ფხვნილი 3 ს. კ.
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, შაქარი და მარილი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ დაამატეთ კეფირი და ზეთი. ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ურევთ ნიჩბით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღებთ თხელი არჟნის სისქის ცომს.

2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.

3. შიგთავსის მოსამზადებლად 1 ცალი კვერცხი, შაქრის ფხვნილი და ხაჭო (ნებისმიერი ცხიმიანობის) ათქვიფეთ  მიქსერით ან დააბლენდერეთ.

4. ხაჭოს შიგთავსი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და ცომზე გამოსახეთ ბადე.

5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45 წუთი.

6. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

გემრიელად მიირთვით!