გამოიყენეთ ორი კბილი ნიორი, რათა თქვენმა ვარდებმა აქტიურად დაიწყოს ყვავილობა და ზრდა

60232

ვარდებს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. თქვენი მზრუნველობის საპასუხოდ ყვავილების დედოფალი დაგატკბობთ საამო სურნელითა და თვალწარმტაცი კოკრებით.

შემოგთავაზებთ უმარტივესი, ბიუჯეტური სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით ხელს შეუწყობთ ვარდის ყვავილობას, ახალი კვირტებისა და ყლორტების ჩამოყალიბებას.

ვარდების სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 კბილი ნიორი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ჩ. კ. ძმარი
  • 1 ლ წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ნიორი დააქუცმაცეთ და დაამატეთ 100 მლ წყალი. ნარევს მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩ. კ. ძმარი და 1 ლ წყალი.
  2. მოცემული საშუალების გამოყენებამდე აუცილებელია დამჭკნარი ყვავილებისა და გამხმარი ყლორტების მოჭრა, გაყვითლებული ფოთლების მოშორება.
  3. ნივრიანი წყალი გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და დაიწყეთ ფოთლების დამუშავება, მოერიდეთ კოკრებსა და გაშლილ ყვავილებს. რაც დაგრჩებათ დაასხით ფესვებზე.
  4. ნივრიანი წყალი ვარდის ბუჩქის სამკურნალოდ გამოიყენეთ კვირაში ერთხელ და აუცილებლად დილით ადრე, მზის ამოსვლამდე.

მოცემული საშუალების გამოყენების შემდეგ ვარდი აქტიურად დაიწყებს ყვავილობასა და ზრდას.