მიირთვით არომატული ნახარში ყოველ დილას და 4 კვირის შემდეგ წნევის მკვეთრი ცვლილებები აღარ შეგაწუხებთ

13474

კამა – სალათების, სუპებისა და არაერთი უგემრიელესი კერძისა და დელიკატესის ღირებული კომპონენტი. ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ის. როგორც წესი, კერძების მოსამზადებლად ჩვენ მხოლოდ ფოთლებს ვიყენებთ, ხოლო ღეროებს თავიდან ვიშორებთ. სინამდვილეში, ძალიან სასარგებლოა როგორც ამ მწვანილის ფოთლები, ასევე მისი ღეროები, თესლი და ფესვებიც კი. კამის თითოეული შემადგენელი კომპონენტი გვეხმარება ისეთი გავრცელებული და საშიში დაავადების მკურნალობაში და პროფილაქტიკაში, როგორიც ჰიპერტონიაა.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია დეტალურად გიამბობთ, თუ რა სარგებელი მოაქვს კამას ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, როგორ გამოვიყენოთ ის ჰიპერტონიის სამკურნალოდ და რა შემთხვევაშია უკუჩვენებითი ამ პროდუქტის მიღება.

კამა – სასწრაფო დამხმარე ჰიპერტონიკებისთვის

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მთავარ ინგრედიენტს სწორედ კამა წარმოადგენს, საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას არტერიული ჰიპერტენზიის დროს. განსაკუთრებით სასარგებლო კამა სწორედ ნედლი სახითაა, ამიტომ ყოველთვის შეაზავეთ თქვენი სალათები ამ მწვანილით.

რა უნდა ვიცოდეთ კამის სასარგებლო თვისებების შესახებ? 

  1. კამა მდიდარია B, A და С ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და ეთერზეთებით. ყველა ამ ნივთიერებას დადებითი გავლენა აქვს ჩენს გულზე, სისხლძარღვებზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ისინი გვამშვიდებს, გვეხმარება კუნთების მოდუნებაში, აფართოვებს სისხლძარღვებს და არეგულირებს მთელი სხეულის სისხლით მომარაგების პროცესს.
  2. კამა აჯერებს აბსოლუტრად ყველა ორგანოს ჟანგბადით, მათ შორის თავის ტვინსაც კი. რეგულარულად ამ მწვანილის მირთმევით გაიუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მუშაობას და შეიმცირებთ არტერიულ წნევას.
  3. კამაზე დაფუძნებულია არაერთი სპაზმოლიტური პრეპარატი (მაგ: ანეტინი), რომელიც აფართოვებს კორონალურ სისხლძარღვებს.

კამისგან მომზადებული ნატურალური სამკურნალო საშუალებების ყოველდღიური მიღებიდან დაახლოებით 1 თვეში ჰიპერტონიის სიმპტომები კარგავს სიმწვავეს. ზოგი პაციენტი ამ შედეგს გაცილებით ხანმოკლე დროშიც აღწევს, ყველაფერი ორგანიზმის ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული. თქვენ დაივიწყებთ ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების შესახებ, როგორიცაა:

  • წნევის მკვეთრი ცვლილებები;
  • ნერვოზულობა, ქრონიკული დაღლილობა, ძილიანობა;
  • ხასიათის ხშირი ცვლილებები;
  • სახის შეშუპება;
  • ჭარბი ოფლიანობა;

კამაზე დაფუძნებული ნატურალური საშუალებები

კამის თესლის ნახარში

  1. 2 სუფრის კოვზი კამის ნედლი თესლი ჩაალბეთ 500 მილილიტრ წყალში, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 30 წუთით. თუ თესლი გამომშრალია, აიღეთ ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით.
  2. გაგრილებული ნარევი გაყავით 3 ნაწილიდან და მიირთვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

კამის ჩაი

ეს სასმელი არეგულირებს არტერიულ წნევას, გვაშორებს ქოლესტერინის ნადებს და გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნარჩენებს.

  1. 3 ჩაის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 10 წუთით.
  2. გაგრილებული სასმელი მიირთვით დილით, უზმოზე.

კამის ღეროების ნახარში

  1. კამის ღეროები და ფოთლები დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ფაფისებრი მასა აიღეთ 2 სუფრის კოვზის ოდენობით, გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში და დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ სასმელი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით ან მარლით. გაგრილებულ და გადაწურულ ნარევში შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი თაფლის ჩამატებაც.
  2. მიღებული ნახარში გათვლილია 1 დღეზე. გაყავით ის 5 თანაბარ ნაწილად და მიირთით ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. 4 დღიანი შესვენების გაკეთების შემდეგ კვლავ გაიმეორეთ ის.

ვისთვის არის უკუჩვენებითი კამა? 

შეიკავეთ თავი კამის მიღებისგან, თუ: 

  • გაწუხებთ დაბალი წნევა;
  • გაქვთ მენსტრუაციული პერიოდი;
  • გაწუხებთ ინდივიდუალური აუტანლობა ამ პროდუქტის მიმართ.

ყველა სხვა შემთხვევაში თქვენ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ კამაზე დაფუძნებული ეს სამკურნალო საშუალებები. მათ ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული!

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ყველა ასეთი საშუალების მიღებამდე რეკომენდებულია ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!