5 ეფექტური საშუალება მღრღნელების გასანადგურებლად. მათი კვალიც კი აღარსად დარჩება

12847

ბინაში შემოჭრილი სხვადასხვა მავნე მწერები და მღრღნელები საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ავრცელებენ ინფექციას და მატერიალურ ზარალს აყენებენ ოჯახს, აზიანებენ და ანადგურებენ პროდუქტებსა და ნივთებს. ამიტომ საჭიროა მათთან დაუნდობელი ბრძოლა.

თაგვების გასაწყვეტი საუკეთესო საშუალებებია: თაგვსაჭერი ხაფანგი და ადამიანისთვის უსაფრთხო სხვადასხვა შხამები.

არსებობს სხვა საშუალებებიც:

  1. თაგვის მიერ გამოხრულ ადგილებთან ახლოს დადგით ჯამი დაუშლელი კირით და მოვაყაროთ ცოტა შაქარი ან მოვასხათ შაქარწყალი, იქვე ახლოს დავდგათ წყლით სავსე ჯამი. თაგვი შეჭამს ნარევს, მოწყურდება და დაეწაფება წყალს. კირის შემდეგ წყლის დალევა კი გამოიწვევს მის სიკვდილს.
  2. თუ თაგვები გაჩნდნენ შინაური ცხოველების სადგომ ადგილებში, მათი ხვრელები ჯერ ფისში ამოვლებული ჩვრებით დავტენოთ და შემდეგ ამოვლესოთ.
  3. შხამიანი ნივთიერებებიდან კარგია დარიშხანი ( თაგვის შაქარი ). იგი უნდა მოვაყაროთ თაგვის ხვრელთან , მაგრამ სურსათ – სანოვაგე შორს უნდა იყოს ამ ადგილისგან.
  4. ჩვულებრივი წითელი ლობიოს მარცვლები ჩავალბოთ ნელთბილ წყალში. გაღვივებული ლობიო დავაყაროთ ცხელ ტაფაზე, მოვწვათ ისე, რომ მიიღოს ყავისფერი, და მოვაყაროთ ყველგან, სადაც მოსალოდნელი თაგვების ამოსვლა.
  5. ტილოს ან მიტკლის ნაჭრები ამოვავლოთ ბელეკონში ( სკიპიდარში) და მოვაყაროთ იმ ადგილებში, სადაც თაგვები გვეგულება. ბელეკონის სუნი შორს განდევნის მათ.