ეს ის საშინაო ნიღაბია, რომელმაც ჩემი კანი კანი ასაკობრივი ლაქებისგან იხსნა და ნაოჭების გაღრმავების პროცესი საგრძნობლად შეაფერხა

1414

ვიცით, რომ გოგრა ძალიან გემრიელი და ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია. გარდა ამისა, სასარგებლოა თმისა და კანის მოსავლელად. B ჯგუფის ვიტამინებითა და სხვა მიკროელემენტებით მდიდარი გოგრა კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება.

შემოგთავაზებთ გოგრის თესლის ზეთის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი ამცირებს ნაოჭებს, ამკვრივებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს და ათანაბრებს კანის ტონს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გოგრის თესლის ზეთი (ცივი დაწურვის) 3 ჩ. კ.
  • არაჟანი 1 ჩ. კ.
  • ასკორუტინი 4 აბი
  • სახამებელი 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ასკორუტინის აბები წმინდად დაფშვენით, დაამატეთ სახამებელი და აურიეთ.
  2. დაასხით გოგრის თესლის ზეთი და აურიეთ.
  3. ბოლოს შეურიეთ არაჟანი.
  4. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე და წაისვით წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ 25 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ მშრალი კანი გაქვთ ნიღბის შემდეგ წაისვით საცხი.
  5. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ნიღბის გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. თხელ ფენად წაისვით მაჯაზე და დააკვირდით 20-30 წუთი. თუ არ გამოიწვევს სიწითლესა და ქავილს ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ნიღბის წასმის შემდეგ იგრძნობთ მსუბუქ ჩხვლეტას,  ნიღბის შემადგენლობიდან ამოიღეთ ასკორუტინი.