რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კატარაქტა უბრალო კამის დახმარებით მოვირჩინე. რეცეპტი, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, თავად საბჭოთა კავშირის ძველ სამედიცინო ჟურნალში აღმოვაჩინე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის.
როგორ მოვირჩინოთ კატარაქტა კამის დახმარებით
შეკერეთ პატარა ზომის ორი ტომარა ისეთი ქსოვილისაგან, რომელიც რთულად ატარებს წყალს. ორივე ტომარაში ჩაყარეთ 3 ჩაის კოვზი კამის თესლი და ჩადეთ ემალის ჭურჭელში.
ჩაასხით ამავე ჭურჭელში ცივი წყალი იმ რაოდენობით, რომ ტომრები ბოლომდე დაიფაროს. დადგით ემალის ჭურჭელი ცეცხლზე და დაელოდეთ წყალის ადუღებას. ხარშეთ ტომრის შიგთავსი დუღილის დაწყებიდან 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
დაწექით, დადეთ თავი სწორად, დახუჭეთ თვალები და ზემოდან დაიფინეთ კამის თესლიანი ტომრები (ჯერ კიდევ სანამ თბილია). გაიჩერეთ 15 წუთით.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ. თითოეული ტომრის გამოყენება შეგიძლიათ ორჯერ, შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ კამის ძველი მარცვლები ახალი თესლით. მკუნრალობის კურსის ხანგრძლივობა – პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე.