ძვირფასო დიასახლისებო, გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა საშუალებით მარტივად მოაგვარებთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს და მნიშვნელოვან თანხას დაზოგავთ ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების შეძენაზე.
ამჯერად, გაგიზიარებთ დაფქული ქვამარილის გამოყენების რამდენიმე მარტივ გზას:
1. მარილი სადეზინფექციო საშუალება
დაფქული ქვამარილი მოქმედებს როგორც ეფექტური სადეზინფექციო საშუალება. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და მაგიდის ტილო მოათავსეთ თასში, დააყარეთ 2 ს. კ. მარილი და დაასხით მდუღარე. გააჩერეთ 30-40 წუთი. ასეთი დამუშავების საშუალებით ნივთებს ჩაუტარებთ დეზინფექციას და აღმოფხვრით უსიამოვნო სუნს.
2. მარილი იატაკის ტილოებისთვის
მარილი და ძმარი იატაკის ჩვრების დეზინფექციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ცხელ წყალს დაამატეთ 50 მლ ძმარი და 2 ს. კ. მარილი. მომზადებულ ნარევში ჩაალბეთ იატაკის ტილოები და გააჩერეთ 30-40 წუთი.
3. მარილი უნიტაზისთვის
დაფქული ქვამარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ უნიტაზის გასაწმენდად.
მარილი წმენდს უნიტაზს, აშორებს ნადებს, აქრობს უსიამოვნო სუნს და ახდენს დეზინფექციას.
უბრალოდ მოაყარეთ მარილი უნიტაზის ზედაპირზე და გააჩერეთ 30-50 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისით.