როგორ დავიკლოთ წონა მინიმალურ დროში, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე? ეს სწორედ ის შეკითხვაა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას გვაწუხებს. თუ თქვენი მიზანი მცირე დროში ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაა, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს. კეფირის დიეტა – ჯანსაღი გზა ჭარბი წონის მოსაშორებლად, თანაც სულ რაღაც 1 კვირაში.
კეფირი მართლაც რომ უნიკალური პროდუქტია, რომელშიც კალორიების რაოდენობა მინიმალურს უტოლდება. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი მდიდარია ცილებით, ვიტამინებითა და სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც აღადგენს მსხვილი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას.
დღევანდელ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ კეფირის დიეტის დეტალურ ინსტრუქციას. კვების ამ მენიუს დახმარებით, სასიამოვნო ცვლილებები მართლაც რომ მინიმალურ დროში თვალსაჩინო იქნება. მინუს ერთი კილოგრამი ერთ დღეში – გასაოცრად ჟღერს, არა? ეს სწორედ ის შედეგია, რომელსაც კეფირის დიეტით მიაღწევთ, თანაც არ შეგაწუხებთ შიმშილის ძლიერი შეგრძნება და შეინარჩუნებთ არაჩვეულებრივ განწყობას.
კეფირისა და კვერცხის ჯანსაღი დიეტა
ყველას არაერთხელ გვსმენია ჩვენს სხეულზე კეფირის დადებითი გავლენის შესახებ. ჩვენი დღევანდელი დიეტის მეორე მთავარი კომპონენტი – კვერცხია. როგორც მოგეხსენებათ, ის მდიდარია ცილებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით, რის ხარჯზეც კვერცხი გვანიჭებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით და იცავს ჩვენს ორგანიზმს გამოფიტვისგან.
დიეტის მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი – ხაჭო. რძის ეს ნაწარმი წარმოადგენს ცილების, კალციუმის, ფოსფორის და ვიტამინ B12-ის საკმაოდ დიდ წყაროს. ჩვენი რჩევა იქნება, გაუცხიმოებული ხაჭოს შეძენის ნაცვლად, შეიძინოთ პროდუქტი, რომლის ცხიმიანობაც 5-დან 9%-მდე მერყეობს.
დიეტის მენიუ 1 კვირსითვის
ორშაბათი
- საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა კეფირი (2,5%-იანი)
- სადილი: 1 ჭიქა კეფირი, 200 გრამი ქათმის მოხარშული მკერდი
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა კეფირი, 1 ფორთოხალი
სამშაბათი
- საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა კეფირი (2,5%-იანი)
- სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 გრეიფრუტი
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა კეფირი
ოთხშაბათი
- საუზმე: ომლეტი 2 კვერცხისგან, 1 ჭიქა კეფირი
- სადილი: 200 გრამი შვრიის ფანტელები 1 ჭიქა კეფირთან და 3 ნიგოზთან ერთად
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა კეფირი
ხუთშაბათი
- საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა კეფირი
- სადილი: 1 ჭიქა კეფირი, 200 გრამი ქათმის მოხარშული მკერდი
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო ნახევარ ბულგარულ წიწაკასთან და 1 კიტრთან ერთად
პარასკევი
- საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 150 გრამი სტაფილოს სალათი შეზავებული მცირეოდენი მცენარეული ზეთითა და მზესუმზირის მარცვლების დამატებით
- სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ფორთოხალი
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა კეფირი
შაბათი
- საუზმე: ომლეტი 2 კვერცხისგან, 1 ჭიქა კეფირი
- სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 გრეიფრუტი
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო ნახევარ ბულგარულ წიწაკასთან და 1 კიტრთან ერთად
კვირა
- საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა კეფირი
- სადილი: 200 გრამი შვრიის ფანტელები 1 ჭიქა კეფირთან და 3 ნიგოზთან ერთად
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა კეფირი
გაითვალისწინეთ! დიეტა უკუჩვენებითია დიაბეტიკებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გასტრიტი ან კუჭის წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ. თირკმლის უკმარისობისა და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების დროს თქვენ გეკრძალებათ ამ და სხვა ცილოვანი დიეტების დაცვა.
კეფირის ამ დიეტის წყალობით თქვენ მინიმალურ დროში მოიშორებთ ცხიმოვან ფენებს სხეულის პრობლემური მონაკვეთებიდან და შეიცილებთ წელის გარშემოწერილობას რამდენიმე სანტიმეტრით.
მინდა აქვე გითხრათ, რომ მოცემული დიეტა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და 1 კვირაში დაახლოებით 6 კილოგრამი დავიკელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ კეფირის დიეტა!