თანამედროვე ტექნოლოგიები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი წინაპრების შესახებ ყველაფერი ვიცით. თუმცა, რაც უფრო მეტს ვიგებთ მატი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, მით უფრო გვზარავს ეს ცოდნა.
ზოგიერთი რამ მაშინ მეტისმეტად უცნაური და საშინელიც კი იყო ჩვენი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.
1. საზოგადოებრივი ტუალეტი ძველ რომში
ძველი რომის საზოგადოებრივი ტუალეტები ძველი დროიდანაა ცნობილი. მათი კონსტრუქცია უჩვეულო და უცნაურიც კია თანამედროვე ქალაქთა მცხოვრებლებისთვის.
მსგავს ადგილებში დამონტაჟებული იყო ქვის გრძელი სკამები ერთმანეთთან ახლომებარე, უჩვეულო ფორმის ხვრელებით. მომხმარებლებს შორის არ იყო არავითარი შირმა ან ტიხარი, ხოლო ხვრელებში ჩაშენებული იყო ღარი გამდინარე წყლით.
ზედა ხვრელების დანიშნულებას ბავშვიც კი გაიგებს, თუმცა გვერდითი ხვრელები, რომლებიც ებმებოდა ზედას, ფანტაზიას გასაქანს აძლევს.. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია: იმ დროს ხომ ტუალეტის ქაღალდი არ არსებობდა, ეს ხვრელები კი წმენდის გამარტივებისთვის იყო გათვალისწინებული.
2. ქალები თმის შესაღებავად თუთიასა და გოგირდს იყენებდნენ
ადამიანები თმას ძველი დროიდან მოყოლებული იღებავდნენ, თუმცა, ქიმიის არასაკმარისი ცოცნა და არასწორი ნივთიერებების არასწორად გამოყენება, ხშირად, ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე.
ადამიანები, ასევე, თმის შესაღებავად იყენებდნენ მცენარეულ მასალებსაც, თუმცა მისი ეფექტი ხანგრძლივი არ იყო. ბერძნები და რომაელები იყენებდნენ თმის საღებავს, რომელიც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების, მათ შორის, გოგირდისგან შედგებოდა.
3. ნაკელის თერაპია ძველ ეგვიპტეში
ძველ ეგვიპრეში ნაკელი ლამის პანაცეად ითვლებოდა ყველა დაავადებისგან. ყველაზე “ეფექტური” თერაპიისთვის იყენებდნენ ვირის, ძაღლისა და გაზელის ნაკელს.
ნაკელს მიაწერდნენ ჭრილობების შემახორცებელ თვისებებსა და ავი სულებისგან გათავისუფლების უნარსაც კი.
სხვათა შორის, ყველაზე ხშირად, ასეთი თერაპია ტეტანუსით ან სხვა ინფექციით სრულდებოდა. რაც ყველაზე გასაოცარია, თანამედროვე მკვლევარებმა ზოგიერთი ცხოველის მიკროფლორაში აღმოაჩინეს ანტიბაქტერიული ნივთიერებები. ალბათ, სწორედ ამიტომ ეხმარებოდა ზოგიერთ პაციენტს მსგავსი თერაპია.
რაც შეეხება რეპტილიების, კერძოდ კი ნიანგის ფეკალიებს, მას ეგვიპტელები კონტრაცეპციისთვის იყენებდნენ.
4. ექიმები პაციენტებს თავს უხვრეტდნენ ავი სულებისგან გათავისუფლების მიზნით
ტრეპანაცია მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება იყო. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მათ კრუნჩხვების, თავის ტკივილებისა და ინფექციების ასე განკურნება შეეძლოთ. მათი აზრით, სხვადასხვა დაავადებებს იწვევდნენ ავი სულები, რომლებიც ადამიანის თავში იყვნენ გამოკეტილი, სწორედ ამიტომ ხვრეტდნენ თავის ქალას სულის ამოსაშვებად. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა სრულად აიკრძალა შუასაუკუნეების ბოლოსთვის.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი გახვრეტილი თავის ქალების შესწავლით გაირკვა, რომ ზოგიერთი პაციენტი არ მომკვდარა მსგავსი ექსტრემალური მკურნალობის შედეგად.
5. მშობლებს შვილის მონად გაყიდვა შეეძლოთ… სამჯერ!
რომის ძველი კანონები მამას შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებდა. მამას თავისი ვაჟის გაყიდვა შეეძლო. ტექსტებში ჩვენ ვპოულობთ ნათელ მინიშნებებს ყიდვა-გაყიდვის გარიგების პირობების შესახებ, რომლებიც ასეთი პროცედურის დროს ფორმდებოდა.
გაყიდული შვოლი მყიდველის სრულყოფილი მონა არ იყო. მამას შეეძლო მოეთხოვა შვილის გამოსყიდვა. ამ შემთხვევაში, იგი ისევ მოიპოვებდა უფლებას მასზე და შეეძლო მეორედ გაეყიდა.
12 ტაბულის კანონი სამჯერ გაყიდვას ითვალისწინებდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ სამჯერადი გაყიდვის შემდეგ ვაჟი სამუდამოდ თავისუფლდებოდა მამისგან.
6. მამებს შეეძლოთ ქალიშვილების კანონიერად მოკლვა
მამები ოჯახის უფროსებად ითვლებოდნენ და ქალიშვილებზე ძლიერი გავლენა ჰქონდათ. ფაქტობრივად, მათ უფლება ჰქონდათ, შვილისთვის კარგი ქმარი შეერჩიათ.
წესები ძალიან მკაცრი იყო და ქალიშვილს არ ჰქონდა ქორწინებამდე ვინმესთან სქესობრივი კონტაქტის უფლება. მამა უფლებამოსილი იყო, მოეკლა თავისი ქალიშვილი და მისი საყვარელი, თუ სქესობრივი აქტის დროს დაინახავდა.
7. ქერისა და ხორბლის ტესტი ფეხმძიმობაზე
ეს ფეხმძიმობის ერთ-ერთი პირველი ტესტია ისტორიაში: მას ძველეგვიპტელი ქალბატონები ჯერ კიდევ ძვ.წ. 1350-იან წლებში იყენებდნენ.
მსგავსი პროცედურა გულისხმობდა ქერსა და ხორბალზე მოშარდვას და იმის დაკვირვებას, თუ რომელი მათგანი ამოცენდებოდა უფრო ადრე. თუ ხორბალი ამოცენდებოდა, ესე იგი გოგონას ელოდნენ, ხოლო ქერის ამოცენების შემთხვევაში – ბიჭს.
თუ არაფერი ამოცენდებოდა, ქალი ფეხმძიმედ არ ითვლებოდა.
ამ ტესტში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იგი მართლა ეფექტურია. 1963 წელს მეცნიერებმა გამოსცადეს ეს ტესტი და აღმოაჩინეს, რომ ფეხმძიმე ქალის შარდი, შემთხვევათა 70%-ში ამოაცენებს თესლს, როცა არაორსული ქალის ან ნებისმიერი მამაკაცის შარდი მსგავს შედეგს არ იძლეოდა.
დიახ, ძველი ეგვიპტელები გენიალური ერი იყო. ჰო მართლა, ამ ტესტით სქესის გამოცნობა იმდენად სანდო არ იყო, რამდენადაც ფეხმძიმობის გაგება.
8. ძველ ეგვიპტეში ადამიანი, თავისი კატის საგლოვად, წარბებს იპარსავდა
ძველ ეგვიპტეში ადამიანები კატებს პატივს სცემდნენ, როგორც რჩეულ ცხოველებს და თვლიდნენ, რომ კატებს ოჯახებისთვის წარმატება მოჰქონდათ. ბასტეტი, სახლის ქალღმერთი, გამოისახებოდა როგორც კატა ან როგორც ქალი, კატის თავით.
კატები წმინდად ითვლებოდა და მათ მწვალებლებს სიკვდილს უსჯიდნენ.
ეგვიპტური ოჯახები ოჯახის კატას წარბების მოპარსვით გლოვობდნენ. კატის სხეულს უტარებდნენ ბალზამირებას, კატის პატარა მუმია კი საოჯახო სარკოფაგში ან კატების სასაფლაოზე იმარხებოდა.