ასპირინი – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარული სააფთიაქო აბი. ყველაზე ხშირად მას ვიყენებთ ანალგეტიკის სახით თავის ტკივილის გასაყუჩებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასპირინი სისხლის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიკოაგულანტია.
გარდა ტკივილის გაყუჩებისა, ეს თეთრი აბი არაერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ასპირინი შეგიძლიათ გამოყენოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად, ოთახის მცენარეების მოსაველად, თავის გასაახალაგაზრდავებლად, ტანსაცმლიდან ლაქების მოსაშორებლად და ა.შ.
ასპირინის გამოყენების რამდენიმე ძალიან სასარგებლო ალტერნატიული გზა
1. არაჩვეულებრივად ამოჰყავს ლაქები ტანსაცმლიდან
თეთრი ფერის ტანსაცმელზე ოფლის ყვითელი ლაქების გაჩენა იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. მათი მოშორება საკმაოდ მარტივია ასპირინის დახმარებით. აიღეთ რამდენიმე აბი, დაფქვით და დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. კარგად დაასველეთ ქსოვილის დალაქავებული ზედაპირი ამ ხსნარით და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დღეს გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ.
2. აძლიერებს ჩვენს თმას
დაფქვით ასპირინის 8 აბი და მიღებული ფხვნილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. კარგად დაიმუშავეთ თმა მთელ სიგრძეზე ამ საშუალებით და სადიტოვეთ სამოქმედოდ 5 წუთით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებრივი შამპუნის გამოყენებით.
3. მოგაშორებთ გამონაყარს და ჩაახშობს ანთებას
დაფქვით ასპირინის ერთი აბი და დაუმატეთ მას სულ რამდენიმე წვეთი წყალი, რათა მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა. წაისვით ის კანის პრობლემურ მონაკვეთზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით.
4. გვაშორებს ქერტლს
ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად. შამპუნის იმ ულუფაში, რომელიც თმის ერთ დაბანაზე გეყოფათ, ჩაამატეთ ასპირინის 2 დაფქული აბი. თუ ამ საშუალებით თავს კვირაში 1-ხელ მაინც დაიბანთ, ქერტლის პრობლემა თქვენთვის სრულიად უცხო გახდება.
5. აქვს საოცრად დადებითი გავლენა ქუსლების კანზე
თუ ქუსლების კანი დაბზარული და გარქოვანებული გაქვთ, ასპირინი აუცილებლად დაგეხმარებათ! დაფქვით 7 აბი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ.
მიღებული პასტისებრი მასით დაიმუშავეთ თქვენი ქუსლები და შემოიხვიეთ თბილი ქსოვილით. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ ფეხები და დაიმუშავეთ ქუსლები პემზით.
6. ნიღაბი პიგმენტაციის წინააღმდეგ
აიღეთ ნატურალური მაწონი 2 სუფრის კოვზის ოდენობით და დაუმატეთ მას ასპირინის 5 დაფქული აბი. მზა მასა წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთზე და დაიტოვეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, ძალიან მალე პიგმენტური ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – ბოლომდე გაქრება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!