გასწავლით, როგორ განკურნოთ კუჭქვეშა ჯირკვალი 3 კვირაში, პრეპარატების მიღების გარეშე

23606

არასწორი კვება, მავნე ჩვევები, გაზირებული სასმელები და ცხოვრების თანამედროვე სტილი – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კუჭქვეშა ჯირჯკვლის დაავადებებს პროვოცირებს.

ყველაფერი დისკომფორტის მსუბუქი შეგრძნებისგან იწყება, რომელსაც, როგორც წესი, საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. თუ უსიამოვნო შეგრძნებების პარალელურად სტრესის მოჭარბებას გრძნობთ, თითქოს ხასიათს ვეღარასდროს გამოისწორებთ, აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ კუჭქვეშა ჯირკვალი.

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს პირველი, რასაც ვგრძნობთ, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევაა. გულისა და ღვიძლის მდგომარეობის გაუარესება – კიდევ ორი ნაკლებად სასიამოვნო მოვლენა, რომელსაც ამ ჯირკვლის დისფუნქცია უდევს საფუძვლად.

ყოველივე ზემოთ თქმულის შედეგად, ჩვენი ორგანიზმი იტანჯება ქოლეცისტიტისა და პანკრეატიტისგან, მომატებული ტემპერატურისგან, ღებინების ხშირი შეგრძნებისგან და უმიზეზო მშფოთვარებისგან.

როგორ ვუმკურნალოთ კუჭქვეშა ჯირკვალს

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ ხალხურ საშუალებას, რომელთა დახმარებით კუჭქვეშა ჯირკვალს სახლის პირობებში, სააფთიაქო პრეპარატების მიღების გარეშე განკურნავთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ!

1. ორი ბალახის ნაყენი

1 ს.კ. გამომშრალ უკვდავას და 1 ს.კ. გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 30 წუთით. დაყოვნებული სასმელი გადაწურეთ და გაყავით ორ თანაბარ ულუფად. კუჭქვეშა ჯირკვლის გასაჯანსაღებლად, მიირთვით ეს სასმელი დღეში 2-ჯერ ნახევარი ჩაის ჭიქის ოდნოებით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა.

2. წიწიბურა

წიწიბურას მარცვლებს ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს კუჭქვეშა ჯირკვალზე. აიღეთ ის სასურველი რაოდენობით, მოამზადეთ ფქვილი ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით და დაუმატეთ 200 მლ კეფირს. მზა სასმელი დააყოვნეთ მთელი ღამით და მიირთვით ის დილით, საუზმის ნაცვლად.

3. ოხრახუში რძეზე

800 გრამი ოხრახუში კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და შემდეგ დაკეპეთ. ადუღებული რძე დაასხით დაქუცმაცებულ ოხრახუშს და დატოვეთ ნარევი სრულ გაგრილებამდე. ნარევის დღიური ნორმა – ყოველ 1 საათში ერთხელ 2 სუფრის კოვზი. კურსის ხანგრძლივობა – სრულ განკურნებამდე.

4. მაწვნის კომპრესი

რამდენიმე ფენად გადაკეცილ დოლბანდზე ან მარლაზე წაუსვით ნატურალური მაწონი სქელ ფენად და დაიფინეთ ის კუჭის არეზე (ოდნავ მარცხნივ). ზემოდან გადაიკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და შემდეგ შემოიხვიეთ შალის თბილი ქსოვილი. პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ საღამოს 4 კვირის განმავლობაში.

5. დაფნის ფოთოლი

დააქუცმაცეთ დაფნის 10 ფოთოლი, ჩაყარეთ ის თერმოსში და დაასხით 300 მლ მდუღრე წყალი. დააყოვნეთ ნარევი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება დღეში 50 მილილიტრის ოდენობით ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მეთოდი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის ყველა პრობლემისგან 21 დღეში გაგათავისუფლებთ

თუ კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებს ზედმეტად სერიოზული და რთული ფორმა აქვს შეძენილი, აუცილებლად ცადეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი. მიირთვით ეს ფაფა საღამოს საათებში, ვახშმის ნაცვლად, რათა საოცარი ცვლილებები მალევე იგრძნოთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ხორბალი
  • 2 ლიტრი წყალი
  • 300 გრამი გოგრა
  • 1 ს.კ. კარაქი

ინსტრუქცია: 

  1. ჩაასხით წყალი ქვაბში და მიიყვანეთ დუღილამდე.
  2. კარგად გარეცხილი ხორბალი ჩაყარეთ მდუღარე წყალში.
  3. ხარშეთ ის სრულ მზადყოფნამდე.
  4. გოგრის რბილობი გახეხეთ სქელ სახეხზე და დაუმატეთ ის ფაფას, რომელიც ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. მუდმივი მორევის პირობებში ხარშეთ ის თხელი პიურეს კონსისტენციის მიღებამდე.
  5.  მზა ფაფაში დაამატეთ კარაქი და კარგად გადაურიეთ.

დღე განაგრძეთ ჩვეულ რეჟიმში კვება, ხოლო საღამოს საათებში, ვახშმის ნაცვლად, მიირთვით ეს ფაფა. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე საოცარ ცვლილებებს იგრძნობთ!

თუ ეს ინფრომაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც! მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ჯანმრთელობას!