თუ ჩაის მოყვარული ხართ და მას ხშირად მიირთმევთ, თქვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. არასდროს იჩქაროთ ჩაის უკვე გამოყენებული ბალიშების გადაყრა – მათი დახმარებით არაერთ ყოველდღიურ და საყოფაცხოვრებო პრობლემას გაუმკლავდებით.
მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ჩაის ბალიშების ალტერნატიული გამოყენების 5 გენიალურ გზას. ეს ის პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებსაც კი ჩაანცვლებს.
როგორ გამოვიყენოთ ჩაის ბალიშები
1. კანის პრობლემები გაწუხებთ? გამონაყარს, სილურჯეს, სიწითლეს, ანთებასა და შეშუპებას ჩაის ბალიშებით მარტივად გაუმკლავდებით. არომატული სასმელის მირთმევის შემდეგ ჩაის ბალიში, რომელიც ჯერ კიდევ ტენიანია, დაიფინეთ კანის პრობლემურ მონაკვეთზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ასე სწრაფადვე მოიხსნით კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და შეშუპებას.
2. პიგმენტური ლაქები, ჰერპესი და შავი ტომრები თვალებს ქვემოთ – კიდევ რამდენიმე საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ჩაის ბალიშები გაუმკლავდება. აიღეთ ის, რამდენიმე წამით შეუშვირეთ ცივ წყალს და შემდეგ დაიფინეთ პრობლემურ მონაკვეთზე.
3. ჩაის გამოყენებული ბალიშებით მარტივად მოაშორებთ უსიამოვნო სუნს თქვენი ფეხსაცმლიდან. დატოვეთ ისინი რამდენიმე საათით, რათა კარგად შეშრეს და შემდეგ მოათავსეთ თქვენს ფეხასცმელეში მთელი ღამით. ჩაის ბალიშები ბოლომდე იწოვს ზედმეტ ტენსა და უსიამოვნო სუნს.
4. როგორ გავრეცხოთ ჭურჭელი ისე, რომ არ მოგვიწიოს მავნე ქიმიის გამოყენება და საჭმლის ნარჩენებთან შეხება? ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს ჩაის ბალიშები! აავსეთ ნიჟარა წყლით, მოათავსეთ მასში ჭურჭელი და ჩაყარეთ ჩაის უკვე გამოყენებული ან ახალი ბალიშები. დილით ჭურჭლის მხოლოდ გამდინარე წყალში გავლება საკმარისი იქნება, რათა ზედაპირიდან მთელი ჭუჭყი უპრობლემოდ მოშორდეს.
5. ჩაის ბალიშები პატარა მღრღნელებისთვის, ობობებისა და მწერებისთვის არც თუ ისე საყვარელი პროდუქტია… მეტიც, მისი არომატის ამ არსებებს ძალიან ეშინიათ! გაანაწილეთ ბალიშები იმ ადგილებში, სადაც მავნებლებისა და მწერების კვალი ხშირად შეინიშნება და პირობას გაძლევთ, მათ ვეღარასდროს იხილავთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!