ალბათ თქვენც გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სარეცხ საპონს ტაფაზე ვწვავ. ეს შეუცვლელი პრაქტიკაა ჩემს ცხოვრებაში

17754

იმისათვის, რომ სამზარეულოში სისუფთავე შეინარჩუნოთ და თქვენი ტაფები, ქვაბები ბრწყინავდეს დიდი ძალისხმევა არის საჭირო. მიმწვარი ცხიმის მოშორება იოლი არ არის, თუნდაც იყენებდეთ ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებს.

არსებობს მარტივი გამოსავალი. გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა საშუალებით  შეძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

1. სარეცხი საპონი  

დროთა განმავლობაში გრანიტის ან ტეფალის ტაფის ზედაპირზე წარმოიქმნება ჭვარტლი და ცხიმის ნადები. გაწმენდა საკმაოდ რთულია, რადგან არ შეიძლება  ლითონის ღრუბლის და სხვა აგრესიული საწმენდი საშუალებების გამოყენება.

დაგჭირდებათ მხოლოდ 72%-იანი სარეცხი საპონი.

სარეცხი საპონი გახეხეთ წმინდა სახეხზე და თხელ ფენად მოაყარეთ ტაფის ძირზე.

დაამატეთ ცოტა წყალი. ტაფა დადგით საშალო ცეცხლზე და ადუღეთ საპნის გადნობამდე, დაახლოებით 7-10 წუთი. დუღილის დროს საპნის ნახარში ღრუბლით გაანაწილეთ ტაფის მთელ ზედაპირზე.

შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და კიდევ ერთხელ გაწმინდეთ.

2. სოდა, მარილი და ძმარი

ამ გზით შეძლებთ ალუმინის ჭურჭლის გარედან გაწმენდას. მეთოდი არის უტყუარი და მიიღებთ ეფექტურ შედეგს. შეძლებთ ჩამჯდარი ცხიმოვანი ნადების ძალიან სწრაფად და მარტივად მოშორებას.

ტაფის ძირზე მოაყარეთ ცოტა მარილი, ცოტა საკვები სოდა, მოასხით ჭურჭლის სარეცხი გელი და ღრუბლის საშუალებით აურიეთ, თან გაანაწილეთ ტაფის ძირზე და გვერდებზე. შემდეგ მთლიანად დაფარეთ სამზარეულოს ქაღალდით (დაგჭირდებათ 3-4 ფენა) და მოასხით 9%-იანი ძმარი. გააჩერეთ 40-45 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ქაღალდი აიღეთ და თან  გაწმინდეთ.

3. საკვები სოდა

უნივერსალური საწმენდი საშუალებაა სოდა.

დაგჭირდებათ დიდი ზომის ქვაბი. 2-3 ლ წყალში გახსენით 1 ჩ. ჭ. სოდა. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და აურიეთ. ხსნარში ჩადეთ ცხიმიანი ტაფა ან ქვაბი და ადუღეთ 10-15 წუთი. ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ღრუბლის საშუალებით, შეძლებთ ჭურჭლის როგორც გარედან, ისე შიგნიდან გაწმენდას.

ცხიმის ნადებს მოაშორებთ ლითონის სახეხს, ნივრის საჭყლტს. მართალია, მათ გასუფთავებას შეძლებთ, მაგრამ ნივთები კარგავს სიპრიალეს.