6 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ჩვენს თირკმელებს ანადგურებს. დაფიქრდით, სანამ გვიანი არ არის

0
993

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თირკმელების ფუნქცა 20%-მდე მცირდება, ეს უმნიშვნელოვანესი წყვილი ორგანო ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სწორედ აქედან გამომდინარე, ძალზედ რთულია თირკმელების დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრობლემის დროულად აღმოჩენა, რის შედეგადაც სერიოზული საფრთხის წინაშე დგება მთელი ჩვენი ორგანიზმი და სიცოცხლეც კი.

გაითვალისწინეთ, რომ თირკმელების დაავადებებს ”ჩუმ მკვლელებად” მოიხსენიებენ, რადგან თითოეული მათგანი ნელი ტემპით, ეტაპობრივად ვითარდება და ადრეულ სტადიაზე არ ახასიათებს გამოკვეთილი სიმპტომები. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით არაფრით განსაკუთრებული ჩვევების შედეგად ეს უმნიშვნელესი წყვილი ორგანო ნელ-ნელა ნადგურდება.

რატომ გვტკივა თირკმელები და რა იწვევს მათ დისფუნქციას?

ორგანიზმის გადაციება

ხანგრძლივი დროით სიცივეში ყოფნის შედეგად ჩვენი თირკმელები საგრძნობლად ზიანდება. თხელი ტანსაცმელზე არჩვენის შეჩერება, როდესაც ამინდი ამის საშუალებას არ გვაძლევს, დამღუპველი შეცდომაა. გარდა ამისა, თირკმელების დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ცივ ზედაპირზე ჯდომაა.

გაციება

საკმაოდ ხშირად ჩვენ გაციებას ვაიგნორებთ ან ვრჩებით მხოლოდ იმის იმედად, რომ სხვადასხვა აბები მდგომარეობას ხანმოკლე დროში შეგვიმსუბუქებს. წოლითი რეჟიმის დარღვევა გაციების დროს საკმაოდ დიდი შეცდომაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი თირკმელებს დიდ ზიანს აყენებს.

ტკივილგამაყუჩებლების მიღება

არსებობს ადამიანების ის კატეგორია, რომელიც სულ მცირე ტკივილის დროსაც კი სპეციალურ ტკივილგამაყუჩებელ აბებს მიმართავს. ჭარბი რაოდენობით მსგავსი საშუალებების მიღება საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი თირკმელებისთვის, რადგან მათთვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

უარის თქმა სათანადო მკურნალობაზე

თირკმელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმანიშნებელი სიგნალები შეიძლება იყოს გაუხეშებული კანი და ბზარების წარმოქმნა ქუსლებზე. ყოველთვის დროულად და სათანადოდ უმკურნალეთ ანგინას, კარიესს და ჰაიმორიტს, რადგან სავსებით შესაძლებელია სწორედ ეს უსიამოვნო მოვლენები დაედოს საფუძვლად ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი წყვილი ორგანოს განადგურების პროცესს. გარდა ამისა, ჭარბ წონასა და ქრონიკულ ყაბზობას დამღუპველი გავლენა აქვს ჩვენს თირკმელებზე.

საკვების დიდი ულუფა

ფაქტი, რომ დიდი ულუფებით ჭაბა საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის, ეჭვგარეშია. საკმაოდ ხშირად ჩვენი კუჭის ახირებების შედეგად საგრძნობლად ზიანდება თირკმელები. ყოველთვის გააკონტროლეთ საკუთარი თავი და მიირთვით ხშირად, თუმცა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ულუფებით.

მაღალი წნევა

ჰიპერტონიის დროს თირკმელებს სისხლი სხვაგვარად მიეწოდება, ხოლო ტოქსინები, რომლებიც ჭარბადაა სისხლში, არასწორი გზით იფილტრება, რამაც შეიძლება ამ უმნიშვნელოვანესი წყვილი ორგანოს დაზიანება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. რეგულარულად გაისინჯეთ წნევა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები.

გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია! თუ თქვენ მოცემული ინფორმაციით იხელმძღვანელებთ, შეძლებთ თირკმელების დაზიანებისა და მრავალი სერიოზული პრობლემის თავიდან არიდებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here