საშინაო კრემი იოდით ნაოჭებს ნებისმიერ დარეკლამებულ კოსმეტიკურ პროდუქტზე უკეთ აგლუვებს

1954

ასაკის მატების პარალელურად ჩვენი კანის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გარემოს მავნე ფაქტორები კიდევ უფრო აჩქარებს დაბერების პროცესს და პროვოცირებს ისეთ უსიამოვნო მოვლენებს, როგორიცაა: ნაოჭების გაჩენა, ლაქების წარმოქმნა, კანის ზედმეტად გამოშრობა, მისი სიმტკიცის დაკარგვა და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საკმაოდ მარტივ და ხელმისაწვდომ საშინაო საშუალებას, რომელიც ნებისმიერ დარეკლამებულ, თანაც საკმაოდ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციაზე გაცილებით ეფექტური და შედეგიანია.

გამოიყენეთ ეს საშუალება რეგულარულად, რათა შეანელოთ დაბერების პროცესი, გახადოთ ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი, თავიდან აირიდოთ მათი გაღრმავება და ლაქების წარმოქმნა.

საუკეთესო საშინაო კრემი ნაოჭების წინააღმდეგ

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 ჩ.კ. ვაზელინი
  • 1 ან 2 წვეთი იოდი
  • 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი

ინსტრუქცია: 

  1. დაგჭირდებათ პატარა ზომის მინის ქილა, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.
  2. ჩააწვეთეთ მასში მაქსიმუმ 2 წვეთი იოდი.
  3. დაუმატეთ თაფლი, ვაზელინი, აბუსალათინის ზეთი და კარგად გადაურიეთ.
  4. მიღებული გრემი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – მაქსიმუმ 1 თვე.

გამოყენების წესი: 

  1. წინასწარ კარგად გაწმენდილ სახეზე წაისვით ეს გამაახალგაზრდავებელი კრემი ძალიან თხელ ფენად.
  2. კრემის წასმიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით.
  3. დაიტოვეთ მოცემული საშუალება სამოქმედოდ 20-30 წუთით .
  4. ჩამოიბანეთ სახე გირლი წყალით.

დარეკლამებული კოსმეტიკური პროდუქტებისგან განსხვავებით, ჩვენი დღევანდელი საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა! ამ ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი საშინაო კრემის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება!

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!