თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიცდიათ წონის დაკლება, კარგად გეცოდინებათ, რამდენად დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული ეს პროცესი.
როგორც წესი, ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა მკაცრ დიეტებს, რის შედეგადაც შეიძლება დავიზიანოთ ჯანმრთელობა. გარდა ამისა, კვებაში მკაცრი შეზღუდვებით დაკლებული კილოგრამები უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.
საბედნიეროდ, არსებობს მარტივი გზა, რომელიც ამ მტანჯველ პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს.
სელის თესლი – ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ნატურალური პროდუქტი, რომელიც სხეულის გაწმენდისა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე, ძალიან დაგეხმარებათ სასურველი ფიგურის მოპოვებაში.
სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად და წონის დასაკლებად:
- ამ პროდუქტში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ანელებს ორგანიზმში მიმდინარე დაჟანგვით პროცესებს.
- მას იღებენ როგორც მთლიანი თესლების, ასევე ფხვნილის სახითაც. დილით, უზმოზე სელის ფხვნილის მიღება ყავასთან ან კეფირთან ერთად არაჩვეულებრივი გზაა ორგანიზმის ენერგიით მოსამარაგებლად და მის გასაჯანსაღებლად. ცნობისთვის, სელის თესლის ფქვილისგან ამზადებენ პურსაც.
- ეს პროდუქტი წარმოადგენს სასარგებლო მიკრო და მაკროელემენტების ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ წყაროს. სელის თესლი მდიდარია პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომელთა წყალობით ორგანიზმი საათივით გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, სწორედ გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ლამაზი, ჯანსაღი კანისა და თმის საწინდარს.
- ძალზედ სასარგებლოა სელის თესლის რეგულარულად მიღება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კუჭში მოხვედრისას თესლების გარსი იწყებს გაბერვას და წარმოიქმნება ლორწოვანი სტრუქტურა, რომელიც აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, წმენდს მას ტოქსინებისგან და წიდებისგან.
- გარდა ამისა, სელის თესლი სწრაფად გვანიჭებს სინაყრის შეგრძნებას და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს მას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მარტივად შეძლებთ მადის გაკონტროლებას და ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტი კალორიების მიღებას, რაც ლამაზი ფიგურისა და ოპტიმალური წონის საწინდარია.
ყველაზე კარგი ვარიანტი წონის დასაკლებად სელის თესლით 10 დღიანი კურსის ჩატარება, ხოლო შემდეგ – 10 დღიანი შესვენების გაკეთებაა. ყოველივე ამის პარალელურად აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყალის მიღება, რათა თავიდან ავირიდოთ ყაბზობა
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა (200 მლ) უცხიმო კეფირი;
- დაფქული სელის თესლი.
მიღების წესი:
1-ლი კვირა
ყოველ დილას მიიღეთ 1 ჭიქა კეფირში გახსნილი 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი.
მე-2 კვირა
1 ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 2 ჩაის კოვზი სელის თესლის ფქვილი.
მე-3 კვირა
1 ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 3 ჩაის კოვზი სელის თესლის ფქვილი. მიიღეთ ეს ნარევი საუზმის ნაცვლად და უკვე 3 კვირაში საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ.
კურსის შემდეგ რეკომენდებულია მინიმუმ 10 დღიანი შესვენების გაკეთება და სურვილისამებრ, კურსი გამეორება.